დენეფრინი ხსნარი ორალური 500მლ #1

დენეფრინი ხსნარი ორალური 500მლ #1

თურქეთი

ჰელეს ჰელსქეარი
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: 100მლ ხსნარი შეიცავს: მინდვრის შვიტა: ღერო 570მგ; spergularia rubra: მთლიანი მცენარე 330მგ; peumus boldus: ფოთლები 280მგ; ოპუნცია (კაქტუსი) ყვავილები 170მგ; ჩაი მაკედონიის: ყვავილოვანი ნაწილები 170მგ; როზმარინი: ფოთლები 170მგ; ბერმუდის ბალახი: ფესვები 170მგ; მელისა: ფოთლები 170მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეთილპარაბენი.

ჩვენებები: თირკმელებში მარილების (ურატები,ოქსალატები,ფოსფატები,კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა, წვრილი უროლითიაზი, კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ პოდაგრა. შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, დიზურიული მოვლინებები, შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი, სპასტიკური კოლიტი, ინტოქსიკაციის სხვადასხვა სახე (მედიკამენტებით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია, კვებითი ტოქსიკოინფექცია).

გამოყენების წესები და დოზები: მიიღება 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე
სამკურნალო დოზა:

ასაკი დოზირება
სკოლამდელი ასაკის ბავშვები 5-10მლ 3-ჯერ დღეში
სკოლის ასაკის ბავშვები 15მლ 3-ჯერ დღეში
მოზრდილები 45მლ 3-ჯერ დღეში
ორსულები 20მლ 3-ჯერ დღეში
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა
დოზის კორეგირება შესაძლებელია ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზით კურნალობისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

უკუჩვენებები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია: დენეფრინი ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები: დოზის გამოტოვების შემთხვევაში ორმაგი დოზა არ მიიღება.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა 5 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.

აფთიაქში გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაიცემა რეცეპტის გარეშე).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰელეს ჰელსქეარი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
შვიტა+სპერგულარია+კაქტუსი+როზამარინი+მელისა
ფორმა
ხსნარი ორალური
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
500მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი