უბრალო ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ჰერპეს ვირუსული ინფექციის მკურნალობა, როგორც მწვავე პირველად ფაზაში, ასევე რეციდივის თავიდან აცილება; ვარიცელა ზოსტერის ვირუსით გამოწვეული შემომსალტველი სირსველის მკურნალობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); პაპილომავირუსული ინფექციის მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ადამიანის პაპილომას სხვადასხვა ტიპის ვირუსით (ონკოგენური ვირუსების ჩათვლით); არასპეციფიური კოლპიტის და ვაგინოზის მკურნალობა, საშოს მიკროფლორის ნორმალიზაცია; სქესობრივი კავშირის დროს, როგორც ვირუსის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება; სიმშრალე, ქავილი და უსიამოვნო შეგრძნებები საშოში. მიღების წესი და დოზირება:
მიღების წესი: ხმარების წინ შეანჯღრიეთ. მიღების დროს ბალონი დაიკავეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. გარეგანი ხმარებისას ქალების და მამაკაცების მიერ პრეპარატი მიისხურება დაზიანებულ ზედაპირზე 4-5 სმ მანძილიდან პულვერიზატორის სარქველზე დაჭერით.
რეკომენდეაციები ქალებისათვის: პრეპარატის ვაგინალური მიღებისათვის თან დართულია სპეციალური საცმი. იგი წარმოადგენს 7 სმ სიგრძის ღრუ მილაკს, რომლის ერთ ბოლოში მოთავსებულია საფრქვეველი, მეორე ბოლოში კი სარქველი, გამოყენების წინ გამორეცხეთ საცმი გამდინარი წყლით და საპნით. პულვერიზატორის ბალონიდან მოხსენით სარქველი და ჩამოაცვით საცმის სარქველი. ამის შემდეგ, შეიყვანეთ საცმი საშოში მწოლიარე მდგომარეობაში. პრეპარატი შეიყვანება 3-4 შესხურვით. 5-10 წუთის განმავლობაში უნდა დარჩეთ მწოლიარე მდგომარეობაში. შემდეგ, ბალონიდან მოხსენით საცმი და გამორეცხეთ გამდინარი წყლით და საპნით. საცმი შეინახეთ თანდართული პოლიეთილენის შეფუთვაში.
რეკომენდაციები მამაკაცებისთვის: მამაკაცებში გამოყენებისას პრეპარატი არა მხოლოდ ისხმევა გარეგან ზედაპირზე, არამედ უნდა შეშხაპუნდეს შარდსადენი მილის გარე ნახვრეტში 0.5-1 სმ მანძილიდან და პულვერიზატორის სარქველზე 1-2 დაჭერით.
უბრალო ჰერპესვირუსული ინფექცია: რეკომენდირებულია პრეპარატის გარეგანი გამოყენება 6-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. ვირუსული ინფექციური პროცესის მძაფრი მიმდინარეობის დროს მკურნალობის ვადა გრძელდება დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
კანზე სასქესო ორგანოების ირგვლივ და პერიანალურ არეში ჰერეპს ვირუსული ინფექციის ექსტრაგენიტალური კლინიკური გამოვლენის დროს პრეპარატი მიიღება იგივე სქემით. მძიმე ფორმებისა და ხშირად რეციდივებადი ვირუსული ინფექციის მკურნალობის დროს გარეგანი სასქესო ორგანოების დამუშავების გარდა, პრეპარატი გამოიყენება ვაგინალურად 2-3-ჯერ დღეში 6-10 დღის განმავლობაში.
რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება გარეგანად და ვაგინალურად მენსტრუალური ციკლის მე-18-20 დღიდან 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს.
შემომსალტველი სირსველი: პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 6-ჯერ დღეში დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია: სასქესო ორგანოებზე სასქესო ორგანოების ირგვლივ და პერიანალურ არეში პაპილომას ლოკალიზაციის დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 6-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში. საშოში პაპილომას ლოკალიზაციის დრო რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ვაგინალურად 3-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. დარჩენილი წვეტიანი და პაპილური წარმონაქმნების მოცილება ხორციელდება ფიზიკური ან ქიმიური დესტრუქციით, რის შემდეგ ტარდება ეპითელირებადი მონაკვეთების ეპიგენით დამუშავების განმეორებითი კურსი.
არასპეციფიური კოლპიტი და ვაგინოზი, საშოს მიკროფლორის ნორმალიზაცია: რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ვაგინალურად 3-4-ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ მკურნალობის კურსი 10 დღის შემდეგ.
როგორც ვირუსის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება: პრეპარატის მიღება რეკომენდებულია სქესობრივ აქტამდე და მის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ადგილობრივი ალერგიული რეაციები.
უკუჩვენებები:
*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.