შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება- ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0,4 მგ. ჩვენება: გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს გამოვლენილი ფუნქციონალური სიმპტომების, მაგალითად შარდვის გაძნელების სამკურნალოდ. აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს ტამსულოზინი. ტამსულოზინი არის ალფა-1 რეცეპტორის ბლოკატორი, რომელიც ამცირებს პროსტატისა და შარდსაწვეთის კუნთების დაჭიმულობას. შესაბამისად შარდის ნაკადი თავისუფლად მიედინება შარდსაწვეთში და მოშარდვის პროცესიც გაადვილებულია. უკუჩვენება: არ გამოიყენება თუ აღინიშნება: ალერგია ტამსულოზინის ან სხვა შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ორთოსტატული ჰიპოტენზია. მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობა. ტამსულოზინი მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით: ორთოსტატული ჰიპოტენზია. პაციენტი ღებულობს სხვა ალფა-1 რეცეპტორის ბლოკატორებს. თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობა. კატარაქტა. პაციენტმა უნდა აცნობოს თვალის მკურნალ ექიმს ოპერაციის ჩატარებამდე, რომ იღებს ან უახლოსი პერიოდის განმავლობაში იღებდა ტამსულოზინს.
მიღების წესი და დოზა: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში. შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე.