ფარმატექსი კრემი ვაგინალური 1.2% 72გრ ტუბი #1
ფარმატექსი კრემი ვაგინალური 1.2% 72გრ ტუბი #1

ფარმატექსი კრემი ვაგინალური 1.2% 72გრ ტუბი #1

საფრანგეთი

ინოტექ ინტერნასიონალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Benzalkonium chloride
შემადგენლობა: ვაგინალური კრემის 1 გრ. შეიცავს:
ბენზალკონიუმის ქლორიდი (Benzalkonium chloride)…………12 მგ.
არომატიზირებული დამხმარე ნივთიერება საკმარისი 72გრ. ვაგინალური კრემისათვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჩასახვის საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება.
ჩვენება: ადგილობრივი კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის და ზოგადად, შემდეგ შემთხვევებში: პერორალური კონტრაცეპტივების ან საშვილოსნოსშიდა სპირალის მიმართ დროებითი ან აბსოლუტური უკუჩვენების დროს; მშობიარობის შემდეგ და ლაქტაციის პერიოდი; მენოპაუზის წინა პერიოდი; ეპიზოდური სქესობრივი კავშირების დროს; პერორალური კონტრაცეპტივების მუდმივი გამოყენებისას ტაბლეტის დაგვიანებული მიღების ან მისი გამოტოვების დროს.

უკუჩვენება: ფარმატექსის ამტანობა კარგია. იგი არ გადადის სისხლში და დედის რძეში, არ ახდენს ზეგავლენას საშოს ნორმალურ მიკროფლორაზე და ჰორმონულ ციკლზე. იშვიათად აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

დოზირება და გამოყენების წესი: მოხსენით თავი ტუბს, მოათევსეთ მის თავზე აპლიკატორ-დოზატორი და აავსეთ იგი მითითებულ ნიშნამდე ისე, რომ მასში არ წარმოიქმნას ჰაერის ბუშტულაკები. ზურგზე წოლის დროს აპლიკატორ-დოზატორის მეშვეობით კრემი შეჰყავთ ღრმად საშოში სქესობრივი კავშირის წინ (იხილე სქემა). პრეპარატის მოქმედება იწყება შეჰყვანისთანავე და მისი მოქმედების ხანგრძლივობა 10 საათია. განმეორებითი სქესობრივი კავშირის დროს პრეპარატი გამოიყენება ხელმეორედ.

გვერდითი მოვლენები: რეკომენდირებული დოზის გამოყენებისას გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი მინიმალურია.
ორსულობა და ლაქტაცია: დაბალი სისტემური აბსორბციის გამო პრეპარატი არ გადადის სისხლში და დედის რძეში, ამიტომ შესაძლებელია მისი გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატი არ მოქმედებს უარყოფითად ორსულობის მიმდინარეობაზე. ფარმატექსის გამოყენებისას კლინიკაში და ექსპერიმენტში არ არის გამოვლენილი ნაყოფის განვითარებაზე არასასურველი ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური ზემოქმედების არც ერთი შემთხვევა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ინოტექ ინტერნასიონალი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ბენზალკონიუმის ქლორიდი
დოზა
1.2%
ფორმა
კრემი ვაგინალური
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
72გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი