/images/logo_ka.svg
მიოფოლიკი ფხვნილი ორალური პაკეტი #30
მიოფოლიკი ფხვნილი ორალური პაკეტი #30

მიოფოლიკი ფხვნილი ორალური პაკეტი #30

ჩეხეთის რესპუბლიკა

ეფფერტა

პროდუქტის შესახებ
მიოფოლიკი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ინსტრუქცია

შემადგენლობა: 1 პაკეტი შეიცავს: მიო-ინოზიტოლი-2000მგ, ფოლიუმის მჟავა გლუკოზამინის მარილის ფორმით (6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავა-200მკგ, ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)-2,5მკგ.
1 პაკეტის სუფთა წონა - 2,1 გ (+-5%). გმო-ს გარეშე.

კვებითი ღირებულება. 100გ პროდუქტის შემადგენლობა: ცილები-0,0გ, ცხიმები-0,0გ, ნახშირწყლები-100გ; შემცველობა 1 პაკეტში: ცილები-0,0გ, ცხიმები-0,0გ, ნახშირწყლები-2,2გ.
ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა): 100გ პროდუქტში-1700კჯ-400 კკალ; 1 პაკეტში-36კჯ-8 კკალ.
მიოფოლიკის შემადგენლობაში შედის 3 საკვანძო კომპონენტი: მიო-ინოზიტოლი; ვიტამინი B12; ფოლიუმის მჟავა, (6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის დაპატენტებული, მეტაბოლურად აქტიური ფორმის სახით.

ჩვენება: ნორმალური მენსტრუალური ცილკის და ოვულაციის პროცესის შესანარჩუნებლად; სქესობრივი უჯრედების მომწიფების ეტაპის შესანარჩუნებლად; იმუნიტეტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის შესანარჩუნებლად; ღვიძლის და თირკმელების ფიზიოლოგიური მუშაობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად.

სიფრთხილის ზომები: არ უნდა მოხდეს ყოველდღიური გამოყენებისთვის რეკომენდებულ რაოდენობის გადაჭარბება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები არ გამოიყენება კვების სრულყოფილი რაციონის ჩასანაცვლებლად. არ გამოიყენება ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ნებისმიერი კომპონენტისადმი ალერგიის არსებობისას. გამოყენებამდე საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. არ წარმოადგენს სამკურნაო საშუალებას.

მიღების წესი: 1-2 პაკეტი დღეში. პაკეტის შიგთავსი უნდა განზავდეს 200მლ ოთახის ტემპერატურის წყალში, კარგად მოურიონ და დალიონ მომზადებისთანავე. მიღების რეკომენდებული ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: რაიმე სახის უარყოფითი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება 0-დან 25?-მდე ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. ვარგისობის ვადა და სერიის ნომერი მითითებულია შეფუთვაზე.

გამოშვების ფორმა. ფხვნილი პაკეტში; 30 პაკეტი შეფუთვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ეფერტა ფარმა სპ. ზ ო.ო., ჩეხეთის რესპუბლიკა.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი: ამაქსა ლტდ, დიდი ბრიტანეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეფფერტა
ქვეყანა
ჩეხეთის რესპუბლიკა
ჯენერიკი
მიო-ინოზიტოლი+ფოლის მჟავა გლუზოამინის მარილის ფორმით+ციანკობალამინი (ვიტ ბ-12)
ფორმა
ფხვნილი ორალური
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat