მონურალი ეხმარება საშარდე გზების ინფექციების შემცირებას, ხელს უწყობს დისკომფორტის და ბუნებრივი ფუნქციის მხარდაჭერას.
ფოსფოლიპიდები
ანტიბაქტერიული საშუალებები → ფოსფონის მჟავას წარმოებულების ჯგუფის ანტიბიოტიკები
1 პაკეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება – ფოსფომიცინის ტრომეტამოლს 3,754 გრ ან 5,631 გრ (ექვივალენტური 2,0 გრ ან 3,0 გრ ფოსფომიცინის);
დამხმარე ნივთიერებები: მანდარინის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, საქარინი, საქაროზა.
აღწერილობა: თეთრი ფერის გრანულები მანდარინის სუნით
მწვავე ბაქტერიული ცისტიტი, მორეციდივე ბაქტერიული ცისტიტის გამწვავება
ბაქტერიული არასპეციფიური ურეთრიტი
უსიმპტომო ბაქტერიურია ორსულობისას
საშარდე გზების ოპერაციის შემდგომი ინფექციები
შარდგამომყოფი გზების ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისას და ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს
პერორალურად.
გრანულები იხსნება 1/3 ჭიქა წყალში. მონურალი მიიღება ერთხელ დღეღამეში, ჭამამდე 2 სთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, ძილის წინ, დაცლილ შარდის ბუშტზე.
მოზრდილებში: 1 პაკეტი (3 გ) ერთჯერადად დღეღამეში.
შარდგამომყოფი გზების ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ქირურგიული ჩარევისას და ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური პროცედურების დროს საჭიროა მონურალის ორჯერადი დოზის მიღება: 3 სთ-ით ადრე ქირურგიულ ან დიაგნოსტიკურ ჩარევამდე და ჩარევიდან 24 სთ-ის შემდეგ.
ბავშვებში (5–18 წ.): 2 გ ერთჯერადად დღეღამეში.
მკურნალობის კურსი: 1 დღე.
მძიმე შემთხვევებში (ხანდაზმული პაციენტები, მორეციდივე ინფექციები) განმეორებით მიიღება 1 პაკეტი 24 სთ-ის შემდეგ.
თირკმლის უკმარისობისას მცირდება დოზა და იზრდება მიღებებს შორის ინტერვალი.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან (გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა, ფაღარათი), კანზე გამონაყარი, ალერგიული რეაქციები
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა ფოსფომიცინის ტრომეტამოლის მიმართ, თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ), 5 წლამდე ასაკი
ორსულობისას პრეპარატი ინიშნება მაშინ, როცა დედის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნისას მიზანშეწონილია ძუძუთი კვების შეწყვეტა მკურნალობის კურსის დამთავრებამდე.
საკვებთან ერთად მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციას – აუცილებელია მიღება ჭამამდე 2 სთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.
პაციენტებმა შაქრიანი დიაბეტით უნდა გაითვალისწინონ, რომ 1 პაკეტი 2 გ-იანი და 3 გ-იანი დოზები შეიცავენ შესაბამისად 2,100 გ ან 2,213 გ საქაროზას.