/images/logo_ka.svg
ორნაკლინი სანთელი ვაგინალური 100მგ #6
ორნაკლინი სანთელი ვაგინალური 100მგ #6

ორნაკლინი სანთელი ვაგინალური 100მგ #6

იტალია

ფულტონ მედიცინალი

გამოიყენება საშოს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ბაქტერიული ვაგინოზი.

პროდუქტის შესახებ

ორნაკლინი სანთელი ვაგინალური 100მგ

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება არის კლინდამიცინის ფოსფატი. თითოეული ოვულა შეიცავს 100 მგ კლინდამიცინის ეკვივალენტურ, კლინდამიცინის ფოსფატს.

დამხმარე ნივთიერებაა მყარი ცხიმი.


ჩვენება:

ორნაკლინის ვაგინური ოვულები გამოიყენება ვაგინურად. იგი შეიცავს კლინდამიცინის ფოსფატს, ანტიბიოტიკს, საშოს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ბაქტერიული ვაგინოზი.


გამოყენება:

​ორნაკლინის ვაგინური ოვულების გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ დარწმუნებული არ ხართ როგორ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. დაიცავით ოვულები სითბოსგან, რადგან სითბოზე ყოფნის შემთხვევაში ისინი დარბილდება და დეფორმირდება.
რეკომენდებული დოზაა ერთი ოვულა, რომლის მოთავსებაც უნდა მოხდეს საშოში ღრმად, ღამით, ძილის წინ, მიყოლებით სამი ღამის განმავლობაში. საშოში მოთავსების შემდეგ ოვულა გადნება და გაქრება.

გამოყენების წესი:

  • გამოიღეთ ოვულა პვქ ფოლგის შეფუთვიდან.
  • ფრთხილად მოათავსეთ ოვულა საშოში რაც შეიძლება ღრმად, დისკომფორტის გამოწვევის გარეშე.

ოვულების გამოყენების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები.


ორსულობა:

არ არის რეკომენდებული ორნაკლინის გამოყენება პირველი 3 თვის განმავლობაში, რადგან არ არსებობს უსაფრთხოების საკმარისი ჩვენება.
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად. თუ ხართ ორსულად, ოვულების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც გადაწყვეტს, მისაღებია თუ არა თქვენთვის მოცემული მკურნალობა.

ლაქტაცია:

აცნობეთ ექიმს თუ აპირებთ ძუძუთი კვებას
ორნაკლინის გამოყენებისას ძუძუთი კვების შემთხვევაში, აქტიური ნივთიერება შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს მისაღებია თუ არა თქვენთვის ორნაკლინი ვაგინური ოვულები.
თუმცა, არ არის მოსალოდნელი, რომ ჩვილში გადავიდეს დიდი რაოდენობით აქტიური ნივთიერება დედის რძიდან, მაგრამ თუ ჩვილს განუვითარდება სისხლიანი დიარეა ან რაიმე სახის ავადმყოფობის ნიშნები, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თუ ეს მოხდა, ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ.


შენახვის პირობები:

  • შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
  • არ გამოიყენოთ ორნაკლინი კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
  • ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
  • დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია. ამ ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფულტონ მედიცინალი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
კლინდამიცინი
დოზა
100მგ
ფორმა
სანთელი ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
6
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ორნაკლინი სანთელი ვაგინალური 100მგ #6