პროდუქტის შესახებ
პროვაგი
შემადგენლობა: პრობიოტიკული შტამი Lactobacillus crispatus M247, 1 კაფსულა შეიცავს 10 მილიარდ CFU-ს (კოლონიის წარმომქმნელი ერთეული).
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, მალტოდექსტრინი.
გამოყენების ჩვენებები:
- როგორც ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების პროფილაქტიკური საშუალება გინეკოლოგიურ პერიოპერაციულ პერიოდში (ამცირებს ინფექციებისა და პოსტოპერაციული სეფსისის რისკს, აჩქარებს ჭრილობის შეხორცების პროცესს, ამაღლებს იმუნიტეტს), გინეკოლოგიური პროცედურების დროს, ადგილობრივი ან სისტემური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, ვაგინალური სანაციის დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
- ვაგინალური ფლორის ბალანსის დარღვევა ვაგინალური ინფექციებისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემების დროს;
- სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობების რისკის შემცირება: ბაქტერიული ვაგინოზი, ვულვოვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გონორეა, გენიტალური მარტივი ჰერპეს ვირუსითა და ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV) გამოწვეული პერსისტიული ინფექცია), ნაადრევი მშობიარობა, უნაყოფობა, in vitro განაყოფიერება, უროგენიტალური ატროფია, გაურთულებელი და გართულებული საშარდე გზების ინფექციები (ცისტიტი, პიელონეფრიტი, საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები).
დოზირება და მიღების წესი:
2 კაფსულა დღეში ერთხელ საუზმის დროს ან დაუყოვნებლივ საუზმის შემდეგ.
მიღების ხანგრძლივობა:
- როგორც ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების პროფილაქტიკური საშუალება გინეკოლოგიურ პერიოპერაციულ პერიოდში, გინეკოლოგიური პროცედურების დროს, ადგილობრივი ან სისტემური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, ვაგინალური სანაციის დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - 15 დღე
- ბაქტერიული ვაგინოზის, ვულვოვაგინალური კანდიდოზის, ვაგინიტების, ქლამიდიოზის, ტრიქომონიაზის, გონორეას, საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა: 1 - 3 თვე
- გენიტალური მარტივი ჰერპესვირუსული და ადამიანის პერსისტიული პაპილომავირუსული ინფექცია 3- 12 თვე
- უროგენიტალური ატროფია, ნაადრევი მშობიარობა, უნაყოფობა, in vitro განაყოფიერება: 3 თვე რეკომენდებული დოზის ცვლილება შესაძლებელია ექიმის მიერ.
გამოიყენება ქალებში 12 წლიდან.
უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, პირდაპირი სინათლისგან და სითბოს წყაროსგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
49074
ბრენდი
ბიოტრექს ნუტრაცეუტიკალს
ჯენერიკი
ლაქტობაქტერია კრისპატუსი M247