საერთაშორისო დასახელება - LEVONORGESTREL მოქმედი ნივთიერება: ლევონორგესტრელი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპციული სისტემა. შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: საშვილოსნოსშიდა სისტემა (სშს) აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლების სიჩქარე 20 მკგ/24 სთ. 1 სშს ლევონორგესტრელი ............ 52 მგ
ჩვენებები: კონტრაცეპცია; იდიოპათიური მენორაგია; დისმენორეა; ენდომეტრიუმის დაცვა ჰიპერპლაზიისაგან ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის დროს.
მიღების წესი და დოზირება: სისტემის ჩადგმა რეკომენდებულია: მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 7 დღის პერიოდში. ხელოვნური აბორტის შემდეგ პირველივე მენსტრუაციისთანავე; ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ არაუადრეს 6 კვირისა.
გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი. ენდოკრინული და გინეკოლოგიური სტატუსი: სარძევე ჯირკვლის დაჭიმულობა, სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოდან. კანის მხრივ: აკნე.
გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად, რომლებიც, როგორც წესი, დამატებით თერაპიას არ საჭიროებენ და რამდენიმე თვის განმავლობაში ქრებიან.
უკუჩვენებები: * პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოდან უცნობი ეტიოლოგის სისხლდენის, ღვიძლის მწვავე დაავადების, თრომბოემბოლური დაავადებების დროს. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება ეფექტურია 5 წლის განმავლობაში. ზოგიერთ ქალს მირენას გამოყენებისას უვითარდება ოლიგომენორეა ან ამენორეა, რასაც მენორაგიის დროს აქვს სამკურნალო ეფექტი. სისტემის ამოღების შემდეგ მენსტრუალური ფუნქცია აღდგება. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ფენიტოინის, ბარბიტურატების, ბენზოდიაზეპინების და რიფამპიცინის რეგულარული გამოყენება იწვევს პრეპარატის კონტრაცეპტული მოქმედების შემცირებას.