ს/მც მრავალძარღვას ფოთოლი მცენარეული ნედლეული 50გრ #1
ს/მც მრავალძარღვას ფოთოლი მცენარეული ნედლეული 50გრ  #1

ს/მც მრავალძარღვას ფოთოლი მცენარეული ნედლეული 50გრ #1

რუსეთის ფედერაცია

კამელია
პროდუქტის შესახებ
მრავალძარღვას ფოთლები

შემადგენლობა: მრავალძარღვას ფოთლებში შედის ლორწო, მწარე და მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, ვიტამინი K, გლიკოზიდი აუკუბინი, ფლავონოიდები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი საშუალება.

ჩვენებები: შიგნით მისაღებად - როგორც ამოსახველებელი საშუალება ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს - ბრონქიტი, ყივანახველა, ფილტვის ფიბროზი, ფილტვების ტუბერკულოზი; კუჭის წვენის მჟავიანობის ასამაღლებლად - ანაციდური გასტრიტის და ქრონიკული კოლიტის დროს. გარეგანი მოხმარებისთვის - როგორც ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.

დოზირება და მიღების წესი: 10 გ ნედლეულს ემალირებულ ჭურჭელში უნდა დაესხას 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაეხუროს თავსახური და გაცხელდეს მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა გაცივდეს ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში, გაიფილტროს და დარჩენილი მასა გაიწუროს. მიღებულ ნაყენს უნდა დაემატოს ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მომზადებული ნაყენი ვარგისია 48 საათის განმავლობაში. მიიღება (მოზრდილებში) თბილი სახით 1 მესამედი ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ 10-15 წუთით ადრე. გარეგანი მოხმარებისას (ჭრილობისთვის) ნაყენში დასველებულ საფენს აფენენ კანის დაზიანებულ ადგილებზე.

გვერდითი მოვლენები: მითითებული დოზის მიღებისას გვერდითი რეაქციები არ შეინიშნება.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ, გასტრიტი, კუჭის წყლული და მაღალი მჟავიანობა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დასაშვებია სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმთან შეთანხებით.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში განვითარებული გვერდითი მოვლენები საშიში არ არის.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 40 გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”. საქართველო.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კამელია
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
მრავალძარღვა
ფორმა
მცენარეული ნედლეული
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი