დიფენსი კაფსულა #15

დიფენსი კაფსულა #15

ესპანეთი

ნატურე ფარმა
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: ექინაცეას ექსტრაქტი - 200 მგ, პროპოლისის ექსტრაქტი - 100მგ, C ვიტამინი - 40 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული მცენარეული იმუნოსტიმულატორი.

ჩვენებები: გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანხმლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ანტიბიოტიკოთერაპიის, მძიმე ავადმყოფობების, ქირურგიული ოპერაციების, ქიმიო- და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი, პოტენციის დაქვეითება, უნაყოფობა, ხანდაზმული ასაკი, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, გადაღლა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ფიზიკური გამძლეობის ამაღლება სპორტსმენებში, სტრესის შედეგების პროფილაქტიკა.

დოზირება და მიღების წესი: ბავშვებში 3 წლის ასაკიდან: 1 კაფსულა დილით კვებისგან დამოუკიდებლად. ბავშვები 12 წლის ასაკიდან და მოზრდილები: 2 კაფსულა დილით კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 6-8 კვირა. რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ. კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე ოდენობით სითხის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი კარგად აიტანება. იშვიათად: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, პროგრესირებადი სისტემური დაავადებები: ტუბერკულოზი, ლეიკოზები, აუტოიმუნური დაავადებები.

განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით.

ორსულობა და ძუძუთი კვება: საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია 30 კაფსულა

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 10-25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნატურე ფარმა
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ექინაცეა+დინდგელი+ვიტ ც
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
15
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი