იმუნაქტივი ტაბლეტი #30

იმუნაქტივი ტაბლეტი #30

ჩეხეთის რესპუბლიკა

ვალმარკი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იმუნოლოგია → იმუნომოდულატორები
მწარმოებელი კომპანია: Walmark
მწარმოებელი ქვეყანა: ჩეხეთი
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)


1 ტაბლეტი შეიცავს: ბეტა გლუკანი-200 მგ., ბიოფლავონოიდები -25მგ., ვიტამინი C -25 მგ., თუთია - 7,5მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამსუბუქებს და ამცირებს გაციებისა და გრიპის სიმპტომებს, ამცირებს რეკონვალესცენციის პერიოდის ხანგრძლივობას, ხელს უწყობს ზოგადი ფიზიკური ტონუსის შენარჩუნებას, ამაღლებს ორგანიზმის რეზისტენტობას.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ბეტა გლუკანი არის ნატურალური პოლისაქარიდი, რომელიც მიღებულია საფუარისგან - შაცცჰარომყცეს ცერევისიაე. ბეტა გლუკანი იწვევს მაკროფაგების აქტივაციას, რომლებიც იწვევენ იმუნური სისტემის ძირითადი რგოლების აქტივაციას. ბეტა გლუკანს შეუძლია გააძლიეროს ნორმალური იმუნური პასუხი, გაზარდოს სეკრეტორული იმუნოგლობულინი A-ს კონცენტრაცია ლორწოვან გარსებზე; გააჩნია ინფექციისა და სიმსივნისსაწინააღმდეგო მოქმედება, აქვს რადიოპროტექტორული (გამოსხივებისგან დაცვის) ეფექტი; ბიოფლავონოიდები მცენარეული წარმოშობის წყალში ხსნადი ნივთიერებების ჯგუფია. აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას ორგანოებსა და ქსოვილებში, ზრდიან მათში C ვიტამინის შეღწევადობას და მის აქტივობას. ვიტამინი C ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას მავნე გარემო ფაქტორების, სტრესის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ. ვიტამინი C უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ზოგიერთი რგოლის ფუნქციონირებას; ანტიმიკრობულ დაცვას, NK უჯრედების გააქტივებას, ლიმფოციტების პროლიფერაციას, ქემოტაქსისს, შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს. თუთია შედის მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფერმენტების შემადგენლობაში. თუთია წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში არსებული 200-ზე მეტი ფერმენტის კოფერმენტს, აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის. თუთიის ნაკლებობას ორგანიზმში მივყავართ იმუნური სისტემის დეფიციტამდე - ფაგოციტებისა და ,,ნატურალური კილერების” (NK) არასრული აქტივობის გამო; მცირდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ოქსიდაციური სტრესის მიმართ. თუთია ზრდის თიმულინის სეკრეციას და ააქტიურებს უჯრედულ იმუნიტეტს. თრგუნავს რინოვირუსების რეპლიკაციას.

ჩვენებები: *რეკომენდებულია გრიპის ეპიდემიებისა და გაციების მაღალი ალბათობის დროს *ქრონიკული დაავადებების ხშირი გამწვავება *ფიზიკური და გონებრივი გადაღლა *ქიმიური და სხივური თერაპიისწინა და შემდგომი პერიოდი.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ.
დოზირება: 1 აბი დღეში, კვებისგან დამოუკიდებლად.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30, საკვები დანამატი
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვალმარკი
ქვეყანა
ჩეხეთის რესპუბლიკა
ჯენერიკი
ბეტა გლუკანი+ბიოფლავანოიდები+ვიტ ც+თუთია
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი