შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ლარიფანი-ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA)-0.5მგ-სუპოზიტორია. დამხმარე ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი.
ჩვენება: მეორადი იმუნოდეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა; მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა; ჩუტყვავილას სისტემური მკურნალობა; ჰერპესული ინფექციის მკურნალობა. უკუჩვენება: მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი. შესაძლო გვერდითი მოვლენები: გამოვლენილი არ არის, მიუხედავად ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: 5 სუპოზიტორია (0.5მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის წესი: ინახება გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.