/images/logo_ka.svg
ამელოტექსი-ნიუ ხსნარი საინექციო 15მგ/1.5მლ ამპულა #5
ამელოტექსი-ნიუ ხსნარი საინექციო 15მგ/1.5მლ ამპულა #5

ამელოტექსი-ნიუ ხსნარი საინექციო 15მგ/1.5მლ ამპულა #5

რუსეთის ფედერაცია

ფარმფირმ სოტექსი

გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, სახსრების ანთებითი და დეგენერატული დაავადებების დროს.

პროდუქტის შესახებ

ამელოტექსი-ნიუ ხსნარი საინექციო 15მგ/1.5მლ ამპულა

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერების სახით1 ამპულა (1,5 მლ)შეიცავს მელოქსიკამს- 15 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მეგლუმინი, გლიკოფურფუროლი, პოლოქსამერი 188, ნატრიუმის ქლორიდი, გლიცეროლი, 1 M ხსნარი ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.


​ჩვენებები:

  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ოსტეოართროზი;
  • ანკილოზირებადი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება);
  • სახსრების ანთებითი და დეგენერატული დაავადებები, ტკივილის სინდრომის თანხლებით.


გამოყენების წესი:

ინტრამუსკულარულად, ღრმად - 7,5-15 მგ ერთხელ დღე-ღამეში. თირკმელების ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დაქვეითებისას (კრეატინინის კლირენსი 25 მლ/წთ მეტი), აგრეთვე ღვიძლის ციროზისას სტაბილური კლინიკური მდგომარეობისას დოზის კორექციას არ საჭიროებს.გვერდითი ეფექტების რისკის მქონე პაციენტებში საწყისი დოზა შეადგენს 7,5 მგ/დღ.
მაქსიმალური დღე-ღამის დოზა - 15 მგ, პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე - 7,5 მგ.


უკუჩვენება:

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე კომპონენტების მიმართ;
  • უკუნაჩვენებია აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდეგ პერიოდში;
  • გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;
  • ბრონქიალური ასთმის, ცხვირისა და პარანაზალური სინუსების რეციდივირებადი პოლიპოზის სრული ან არასრული შერწყმა და აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების აუტანლობა (მ.შ. ანამნეზში);
  • კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილებები, კუჭ- ნაწლავის აქტიური სისხლდენა;
  • ნაწლავების ანთებითი დაავადებები (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
  • ცერებროვასკულარული სისხლდენა ან სხვა სისხლდენები;
  • ღვიძლის გამოხატული უკმარისობა ან ღვიძლის აქტიური დაავადება;
  • თირკმლის გამოხატული უკმარისობა ავადმყოფებში, რომლებიც აქ ექვემდებარება დიალიზს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები), თირკმლის პროგრესირებადი დაავადებები, მ.შ. დადასტურებული ჰიპერკალიემია;
  • ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი;
  • 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.


შენახვის პირობები:

სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 8-დან 25 C-მდე. არ შეინახოთ მაცივარში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმფირმ სოტექსი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
მელოქსიკამი
დოზა
15მგ/1.5მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat