ემერონი გელი 2% 50გრ #1

ემერონი გელი 2% 50გრ #1

მაკედონია

რეპლეკ ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ნიმესულიდი 20 მგ.

ჩვენებება: • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობა (პოდაგრის გამწვავებისას სახსროვანი სინდრომი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი ფესვობრივი სინდრომით, რადიკულიტი, იოგების, მყესების ანთებითი დაზიანება, ბურსიტი; იშიაზი, ლუმბაგო);
• რევმატული და არარევმატული წარმოშობის კუნთების ტკივილი. რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პოსტტრავმული ანთება (იოგების დაზიანება და გაგლეჯა, დაზიანება).
პრეპარატი განკუთვნილია სიმპტომური თერაპიისთვის, გამოყენების მომენტში ტკივილის და ანთების შესამცირებლად, დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს.

უკუჩვენება: • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობის მიმართ;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების ფაზაში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
• გამოყენების არეში დერმატოზები, ეპიდერმისის დაზიანება და კანის საფარველის ინფექციები;
• თირკმლის (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30 მლ/წთ) ან ღვიძლის უკმარისობა;
• ანამნეზში ბრონქოსპაზმი, რომელიც დაკავშირებულია აცეტილსალიცილის მჟავას, ან სხვა აასს გამოყენებასთან;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

მიღების წესი და დოზები: ემერონის გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის 3-4 ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური მტკივნეულობის არეზე უნდა დაიტანოთ გელის დაახლოებით 3 სმ ზოლი და თითების მსუბუქი მოძრაობებით თანაბრად გაანაწილოთ სწორ ფენად, შეზელვის გარეშე. გამოყენების შემდეგ ხელები დაიბანეთ საპნით. გელის რაოდენობა და გამოყენების სიხშირე (არაუმეტეს 4 ჯერ დღე-ღამეში) შესაძლოა ვარირებდეს დასამუშავებელი მონაკვეთის სიდიდიდან და პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე. არ გამოიყენოთ გელი 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის კონსულტაციის გარეშე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რС ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რეპლეკ ფარმა
ქვეყანა
მაკედონია
ჯენერიკი
ნიმესულიდი
დოზა
2%
ფორმა
გელი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი