ემერონი ტაბლეტი 100მგ #20

ემერონი ტაბლეტი 100მგ #20

მაკედონია

რეპლეკ ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ნიმესულიდი 100 მგ

გამოყენების ჩვენებები: - რევმატოიდული ართრიტი; - სახსროვანი სინდრომი პოდაგრის გამწვავებისას; -ფსორიოზული ართრიტი; - მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი; - ოსტეოქონდროზი, რადიკულოპათია;- ოსტეოართროზი;
- რევმატიული და არარევმატიული გენეზის მიალგია; - იოგების, მყესების ანთება, ბურსიტი, მათ შორის რბილი ქსოვილის პოსტტრავმული ანთება; - სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომი (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში, ტრავმის დროს, ალგოდისმენორეა, კბილის ტკივილი, თავის ტკივილი, ართრალგია, ლუმბოიშალგია).
პრეპარატი განკუთვნილია სიმპტომატური თერაპიისთვის, ტკივილის და ანთების შესამცირებლად გამოყენების მომენტში, არ მოქმედებს დაავადების პროგრესირებაზე.

უკუჩვენება: - ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ნივთიერების მიმართ;
- სრული ან არასრული თანმხლები ბრონქული ასთმა, ცხვირის ან ცხვირის დანამატი წიაღების მორეციდივე პოლიპოზი და აცეტილსალიცილის მჟავების და სხვა აასპ აუტანლობა (მათ შორის ანამნეზში);
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულოვან-ეროზიული ცვლილება, აქტიური სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ცერებროვასკულარული ან სხვა სისხლდენა;
- ნაწლავებს ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი) გამწვავების ფაზაში;
- ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები;
- გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;
- ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის სხვა აქტიური დაავადება;
- ჰეპატოტოქსიური რეაქციის განვითარების ანამნეზური მონაცემები ნიმესულიდის პრეპარატების გამოყენებისას;
- პოტენციურად ჰეპატოტოქსიური ნივთიერებების თანმხლები გამოყენება;
- ალკოჰოლიზმი, ნარკომანია;
- თირკმელების გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები), თირკმელების პროგრესირებადი დაავადება, დამტკიცებული ჰიპერკალიემია;
- ჩატარებული აორტოკორონალური შუნტირების შემდგომი პერიოდი;
- ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
- 12 წლამდე ბავშვთა ასაკი (100 მგ ტაბლეტებისთვის);

გამოყენების წესი და დოზა: საჭიროა მინიმალურად ეფექტური დოზის გამოყენება მინიმალურად ხანმოკლე ვადით. ტაბლეტები მიიღება კვების შემდეგ.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (სხეულის წონა არანაკლებ 40 კგ) 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების არსებობისას პრეპარატის გამოყენება უმჯობესია კვების ბოლოს ან შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისათვის 200 მგ.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა სადღეღამისო დოზის შემცირება 100 მგ-მდე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რეპლეკ ფარმა
ქვეყანა
მაკედონია
ჯენერიკი
ნიმესულიდი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი