საერთაშორისო დასახელება - Serratiopeptidase+Selen შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: სერატიოპეპტიდაზა 10მგ. სელენი 30მკგ.
ჩვენება: ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმული ანთება. ანთების საწინააღმდეგო თერაპია შემდეგი დაავადებების დროს: - ოტოლარინგოლოგია: სინუსიტი - გინეკოლოგია: - უროლოგია: ცისტიტი, ეპიდიდიმიტი, - პულმონოლოგია: ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვის ტუბერკულოზი.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: გამონაყარი, სიწითლე, დიარეა, ზოგჯერ ანორექსია, ფაღარათი, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, იშვიათად მიდრეკილება სისხლდენებისკენ (ცხვირიდან, სისხლიანი ნახველი). ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პოსტოპერაციული და პოსტრავმული, აგრეთვე ანთებითი შეშუპების ჩაცხრობა. ხელს უწყობს ანტიბიოტიკების შეღწევადობას ქსოვილში, ათხელებს ნახველს და აადვილებს მის გამოდევნას ბრონქებიდან.
დოზირება: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ურთიერთქმედება სხვა ჯგუფის პრეპარატებთან: სერატიოპეპტიდაზა აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის თანხმობის შემდეგ.