ქონდროქსილი ტაბლეტი 500მგ+400მგ #30

ქონდროქსილი ტაბლეტი 500მგ+400მგ #30

იტალია

გრაიკარ ხემიკალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - glucosamine, chondroitin sulfate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
გლუკოზამინის სულფატი- 500 მგ
ქონდროიტინის სულფატი- 400 მგ
მეთილსულფონილმეთანი- 375 მგ
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: ქონდროპროტექტორული, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის მასტიმულირებელი საშუალება.

ჩვენებები:
ქონდროქსილის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
• ართრიტი. რევმატოიდული ართრიტი. პოლიართრიტი.
• ოსტეოქონდროზი.
• ოსტეოართროზი - პირველადი და მეორადი, სხვადასხვა ლოკალიზაციის, მათ
შორის კოქსართროზი, გონართროზი, წვრილისახსრების ართროზი.
• ტრავმული დიზოსტოზი.
• სპონდილოზი
• პერიართრიტი.
• გაძვალების ენდოქონდრული და ქონდრულიდარღვევა.
• პარადონტოპათია.
• ფიბრომიალგია.
• კანის, თმების და ფრჩხილების დაავადებები.

გამოყენების წესი და დოზირება:
ქონდროქსილი ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში. მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. ქონდროქსილის დანიშვნა რეკომენდებული არაა ბავშვთა ასაკში, ვინაიდან არ არსებობს კვლევების მონაცემები ამ ასაკში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ქონდროქსილის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ქონდროქსილის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გრაიკარ ხემიკალი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
გლუკოზამინი+ქონდროიტინი+მსმ/მეთილსულფინილმეთანი/
დოზა
500მგ+400მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი