/images/logo_ka.svg
ამვინაითი კაფსულა #30

ამვინაითი კაფსულა #30

ამერიკის შეერთებული შტატები

ამვილაბი

პროდუქტის შესახებ
ამვი ნაითი ეფექტური, კომბინირებული მოქმედების დამამშვიდებელი, საძილე საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას და სწრაფ ჩაძინებას, ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, არეგულირებს გულის მუშაობას, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

შემადგენლობა: მელატონინი-3მგ, მაგნიუმის ოქსიდი-75მგ, კატაბალახას ფესვი-150მგ, პასიფლორა-75მგ.

ჩვენება: ძილის დარღვევები, უძილობა; მოუსვენრობა, შფოთვა; მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა; ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით; ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა; კონცენტრაციის დაქვეითება; ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); კლიმაქტერული სინდრომი; ანგიონევროზი და ვეგეტონევროზი; ქავილით მიმდინარე დერმატოზები (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი).

მიღება და დოზირება: 1-2 კაფსულა დაძინებამდე ერთი საათით ადრე, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემარეთოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი, აშშ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ამვილაბი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
მელატონინი+კატაბალახა+პასიფლორა
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat