დეპრერამი ტაბლეტი 30მგ #30

დეპრერამი ტაბლეტი 30მგ #30

საბერძნეთი

ფაქტორ ბენეტ ფარმაციუტიკალსი
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: დეპრერამის მოქმედი ნივთიერება არის მირტაზაპინი. სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინირებული, კოლოიდური, უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი. გარსი: ოპადრაი O3F23252 რომელიც შედგება: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი E171, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი E172, რკინის ოქსიდი წითელი E172.

ჩვენება: დეპრერამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. დეპრერამი გამოიყენება დეპრესიული განწყობის სამკურნალოდ.

უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მირტაზაპინის, ან დეპრერამის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ. ასეთ შემთხვევაში დეპრერამის მიღებამდე საჭიროა მიემართოს მკურნალ ექიმს. თუ ღებულობს, ან ახლო წარსულში (ბოლო ორი კვირის განმავლობაში) ღებულობდა მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო).
განსაკუთრებული სიფრთხილე დეპრერამის მიღებისას:
გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში: ჩვეულებრივ დეპრერამი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. ასევე, უნდა იცოდნენ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ამ კლასის პრეპარატების გამოყენებისას მომატებულია შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდალური აზრები და მტრული ქცევა (განსაკუთრებით, აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი). მიუხედავად ამისა, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დეპრერამი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, თუ თვლის, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია მათთვის. თუ მკურნალმა ექიმმა დანიშნა დეპრერამი 18 წლამდე ასაკის პაციენტში და სურს ამ საკითხის მასთან განხილვა, საჭიროა კვლავ მიემართოს მურნალ ექიმს. აუცილებელია ეცნობოს მმკურნალ ექიმს, თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს დეპრერამის მიღებისას, უვლინდება რომელიმე ზემოთ ხსენებული სიმპტომი. უფრო მეტიც, ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი დეპრერამის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების ეფექტები ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების კუთხით.


შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან და ნესტისაგან დასაცავად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფაქტორ ბენეტ ფარმაციუტიკალსი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
მირტაზაპინი
დოზა
30მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი