დონენზა ტაბლეტი 10მგ #30

დონენზა ტაბლეტი 10მგ #30

კორეის რესპუბლიკა

ვან ინ ფარმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - donepezil
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

რა არის დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და რისთვის გამოიყენება
დონეპეზილის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორები.
გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მსუბუქი და ზომიერი ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზი. სიმპტომები მოიცავს მეხსიერების დაკარგვას, გონების არევას და ქცევის ცვლილებებს. შედეგად, ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებს უფრო და უფრო უძნელდებათ ნორმალური ყოველდღიური საქმიანობის განხორციელება.
დონეპეზილის ჰიდროქლორიდი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში.

როგორ მიიღება დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ტაბლეტები
რამდენი დონეპეზილის ჰიდროქლორიდი უნდა მიიღოთ?
როგორც წესი, პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოთ 5 მგ დოზით ყოველ ღამე. ერთი თვის შემდეგ ექიმმა შეიძლება გირჩიოთ 10 მგ-ს მიღება ყოველ ღამე.
გადაყლაპეთ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ტაბლეტი წყლის მიყოლებით, ძილის წინ. მიღებული ტაბლეტის სიძლიერე შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რა ხანგრძლივობით იღებთ პრეპარატს და იმის მიხედვით თუ როგორი რეკომენდაცია მოგცათ ექიმმა. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 10 მგ ყოველ ღამე.
ყოველთვის მიჰყევით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ და როდის უნდა მიიღოთ პრეპარატი. არ შეცვალოთ პრეპარატის დოზა თქვენ თვითონ, ექიმის რჩევის გარეშე.

რამდენ ხანს უნდა მიიღოთ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი?
თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი გირჩევთ, თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ ტაბლეტების მიღება. ექიმთან რეგულარული ვიზიტი აუცილებელია თქვენი მკურნალობის და სიმპტომების შესაფასებლად.
თუ შეწყვეტთ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მიღებას
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ამის შესახებ ექიმმა არ გირჩიათ. თუ შეწყვეტთ დონეპეზილის ჰიდროქლორის მიღებას, მკურნალობის სარგებელი თანდათან შემცირდება.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზილაქსი
არ მიიღოთ ერთ ტაბლეტზე მეტი დღეში. დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ ტაბლეტს. თუ ვერ უკავშირდებით თქვენს ექიმს, დაუყონებლივ დარეკეთ ადგილობრივი საავადმყოფოს გადაუდებელ ცენტრში. ყოველთვის თან იქონიეთ ტაბლეტები და ყუთი საავადმყოფოში მისვლისას, რათა ექიმმა იცოდეს რა მიიღეთ.
ჭარბი დოზის მიღების სიმპტომებია გულისრევა და ღებინება, ნერწყვის გამოყოფა, ოფლიანობა, გულისცემის შენელება, დაბალი არტერიული წნევა (თავბრუსხვევა ან თავბრუსხვევა წამოდგომისას), სუნთქვის პრობლემები, გონების დაკარგვა და კრუნჩხვები (შეტევები).
თუ დაგავიწყდათ დონეპეზილს მიღება
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ერთი ტაბლეტი მეორე დღეს ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, დონეპეზმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
დონეპეზილის მიღებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე ჩამოთვლილი ეფექტი დოზილაქსის მიღებისას.სერიოზული გვერდითი ეფექტები:
დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ გვერდითი ეფექტს. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
• ღვიძლის დაზიანება მაგ. ჰეპატიტი. ჰეპატიტის სიმპტომები შემდეგია: გულისრევა ან ღებინება, მადის დაკარგვა, ზოგადი სისუსტე, ცხელება, ქავილი, კანისა და თვალების გაყვითლება და მუქი ფერის შარდი (სავარაუდოდ შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში).
• კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. წყლულის სიმპტომებია კუჭის ტკივილი და დისკომფორტი (მონელების დარღვევა) ჭიპსა და მკერდის ძვალს შორის (სავარაუდოდ გამოვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
• სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში. ამან შეიძლება გამოიწვიოს შავი მასის გამოყოფა, როგორიცაა განავალი ან ხილული სისხლი სწორი ნაწლავიდან (სავარაუდოდ შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
• კრუნჩხვები (შეტევები) ან შეტევები (სავარაუდოდ შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (სავარაუდოდ შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
• დიარეა,
• გულისრევა ან ღებინება
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვან ინ ფარმი
ქვეყანა
კორეის რესპუბლიკა
ჯენერიკი
დონეპეზილი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი