შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებაა დონეპეზილის ჰიდროქლორიდი.
ჩვენება: გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ იმ პირებში, რომლებსაც დასმული აქვთ ალცჰეიმერის დაავადების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დიაგნოზი.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, ორსულობა.
ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად, იმყოფება ლაქტაციის პერიოდში, ეჭვობს ორსულობას, ან გეგმავს დაორსულებას, ამის შესახებ მკურნალ უნდა ეცნობოს კურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობის და ლაქტაციის დროს დონეპეზილი პოლფარმექსის მიღება უკუნაჩვენებია.
რეკომენდებული დოზა: მოზრდილი და ხანდაზმული პაციენტები: საწყისი დოზაა 5მგ დღეში (დღეში ერთხელ მიღება). პრეპარატის მიღება ხდება შიგნით (პერორალურად) საღამოს, უშუალოდ ძილის წინ. 5მგ-იანი დღიური დოზის მიღება უნდა გაგრძელდეს ერთი თვე, რათა ექიმმა შეძლოს შეაფასოს მკურნალობის ეფექტურობა. 5მგ-იანი დოზის კლინიკური თერაპიის ერთთვიანი შეფასების შემდეგ, ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 10მგ-დე დღეში (დღეში ერთხელ მიღება). რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10მგ-ს. 10მგ-ზე მაღალი დოზების მიღება არ შეფასებულა კლინიკურ კვლევებში. თუ პაციენტს აქვს შეგრძნება, რომ დონეპეზილი პოლფარმექსის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.