ketilept, გამოიყენება ნერვული სისტემის მოშლილობების დროს. შეფუთვაში - 30 ცალი.
საერთაშორისო დასახელება: Quetiapine
აქტიური ნივთიერება: კვეტიაპინი 25 მგ, 100 მგ, 150 მგ, 200 მგ და 300 მგ.
კეტილეპტი გამოიყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც განწყობის შეცვლის გამო თავს „ამაღლებულად“ ან აგზნებულად გრძნობენ, ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს სძინავთ, ბევრს ლაპარაკობენ და უჩვეულოდ გაღიზიანებულნი არიან.
პრეპარატის გამოყენების წესს განსაზღვრავს ექიმი.
ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება შემდეგი სქემით:
შემდგომში დოზა შეიძლება შეიცვალოს 150–800 მგ-მდე დღეში, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.
ექიმი განსაზღვრავს ყოველდღიურად მისაღები ტაბლეტების რაოდენობას. აუცილებელია ექიმის ინსტრუქციების დაცვა ტაბლეტების მიღების დროისა და წესის შესახებ (ჩვეულებრივ დღეში 2-ჯერ).
ხანდაზმულ პაციენტებში და ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარატის მიღება არ უნდა შეწყდეს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მითითებულია შეფუთვაზე.
გაიცემა რეცეპტით.