კოფეინი ბ/ნ ხსნარი საინექციო 20% 1მლ ამპულა #10
კოფეინი ბ/ნ ხსნარი საინექციო 20% 1მლ ამპულა  #10

კოფეინი ბ/ნ ხსნარი საინექციო 20% 1მლ ამპულა #10

საქართველო

თბილქიმფარმი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1მლ ხსნარი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: კოფეინი-ნატრიუმის ბენზოატი; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ჩვენებები: ინფექციური და სხვა დაავადებები, რომლებსაც ახლავს ცენტრალური ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა; სუნთქვის დათრგუნვა, ასფიქსია; ნარკოზის შემდგომ ფილტვის ვენტილაციის აღდგენა (როგორც დამხმარე საშუალება) ნარკოტიკული და სხვა ნივთიერებებით მოწამვლა, რომლებიც იწვევენ ცნს-ის დათრგუნვას. ასთენიური სინდრომი; თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმი.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ქსანტინის წარმოებულების და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; მომატებული აგზნებადობა; უძილობა; არტერიული წნევის გამოხატული მომატება; ათეროსკლეროზი; გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებები, მათ შორის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; პაროქსიზმული ტაქიკარდია; არტერიული ჰიპერტენზია; გლაუკომა; 60 წელზე მეტი ასაკი.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება კანქვეშ, 200მგ 1მლ; მაქსიმალური ერთჯერადი დოზა-400მგ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-1გ.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 25-75მგ 2-3-ჯერ დღეში. არ ინიშნება ძილის წინ. არ შეიყვანება კუნთში.
შეუთავსებლობა: კოფეინ-ნატრიუმის ბენზოატი ადენოზინის ანტაგონისტია.

განსაკუთრებული მითითებები: ცნს-ზე გავლენა დამოკიდებულია ნერვული სისტემის ტიპზე და შეიძლება გამოვლინდეს უმაღლესი ნერვული მოქმედების როგორც აგზნებით, ასევე შეკავებით. იმის გამო, რომ არტერიულ წნევაზე კოფეინის მოქმედება განპირობებულია სისხლძარღვოვანი და კარდიალური კომპონენტებით, შეიძლება განვითარდეს როგორც გულის სტიმულაციის ეფექტი, ასევე მისი მოქმედების სუსტი დათრგუნვა. საჭიროა სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში ანამნეზში კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით. ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში აპნოეს შემთხვევაში ოპერაციის შემდგომ პერიოდში (პროფილაქტიკა) გამოიყენება კოფეინი, ან კოფეინის ციტრატი, მაგრამ არა კოფეინ-ნატრიუმის ბენზოატი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი არ გამოიყენება.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის პერიოდში ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას საჭიროა სიფრთხილე, ხოლო ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პოტენციურად საშიში ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, თავის შეკავება.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე.

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 1მლ ამპულაში, #10 შეფუთვაში.

შენახვის წესი: ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25? ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. აკრძალულია გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
თბილქიმფარმი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
კოფეინის ნატრიუმის ბენზოატი
დოზა
20%
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
1მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი