ბლეფავისი გელი თვალის 40მლ ფლაკონი #1
ბლეფავისი გელი თვალის 40მლ ფლაკონი #1

ბლეფავისი გელი თვალის 40მლ ფლაკონი #1

იტალია

ოფტალფარა
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ბლეფავისი 40მლ თვ/გელი

ბლეფავისის გელი არის ინოვაციური პროდუქტი შექმნილი ქუთუთოების და წამწამების ყოველდღიური წმენდისთვის. ბლეფავისი არის ჰიპოალერგიული, ცრემლის pH-ით, ბაქტერიული ფლორის ნორმალიზებისთვის. გამოიყენება თვალის ყოველდღიური წმენდისთვის.

ჩვენებები: ბლეფავისი არის მგრძნობიარე და სებორეული ქუთუთოების და წამწამების საწმენდი სპეციალური გელი ყოველდღიური გამოყენებისთვის. არის ნატურალური პროდუქტი, ალოეს და ბალბას გლიკოლიზური ექსტრაქტის წყალობით აქვს განახლებადი, დამარბილებელი და გამწმენდი თვისებები. თურინჯის თესლის ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტის წყალობით აქვს ბაქტერიული ფლორის ნორმალიზების თვისება.

თვისებები: გელი არ შეიცავს ალერგენულ დანამატებს და შესაძლებელია მისი გამოყენება სენსიტიურ პაციენტებშიც. ბლეფავისი უზრუნველყოფს ქუთუთოების კიდეზე განვითარებული ლორწოვანი სეკრეტის და ცხიმოვანი ფუფხის წმენდას. პროდუქტი ხელს უწყობს ბაქტერიული ფლორის ნორმალიზებას, რითაც აინჰიბირებს სეკრეტის თავიდან წარმოქმნას. ბლეფავისის გელი გამოიყენება, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში

შემადგენლობა: მცენარეული გლიცეროლი, ალოეს გლიკოლიზური ექსტრაქტი, ბალბას გლიკოლიზური ექსტრაქტი (GSE), ლაურამიდოპროპილ ბეტაინი კარბოქსივინილი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ერთ და ორ ფუძიანი კალიუმის ფოსფატი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა EDTA, ნატრიუმის ჰიდროქსიმეთილგლიცინატი, მეთილ პარაბენი, გამოხდილი წყალი.

გამოყენების წესი: დღეში ორჯერ, დილას და საღამოს ან უფრო მეტჯერ, როცა საჭიროა ქუთუთოების ღრმა წმენდა. კარგად დაიბანეთ ხელები და კარგად დახუჭულ თვალებზე, თითების წრიული მოძრაობებით წაისვით მცირე რაოდენობით გელი, დაიმასაჟეთ დაზიანებული მიდამო. სეკრეტის და სხვა დეპოზიტების (ფუფხი, ფხვნილი, მაკიაჟი და სხვა) მოსაშორებლად პროცედურა გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროდუქტი გამოიყენება კონტაქტური ლინზების მტარებელ პაციენტებში და პრე და პოსტ ოპერაციულ პერიოდშიც.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი ინგერედიენტების მიმართ.

გაფრთხილება: მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის. არ წაისვათ გახელილ თვალზე. არ გადაყლაპოთ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ოფტალფარა
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
გლიცეროლი+ალოე
ფორმა
გელი თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
40მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი