დორზასოპტი წვეთები თვალის (20მგ+5მგ)/1მლ 5მლ ფლაკონი #1
თურქეთი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
GEL
in stock
new
19.27₾
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა პრეპარატის 1 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: დორზოლამიდი (ჰიდროქლორიდის სახით) 20 მგ თიმოლოლი (მალეატის სახით) 5 მგ დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება, ადგილობრივი გამოყენებისათვის.
გამოყენების ჩვენებები - მომატებული თვალშიგა წნევა; - ღიაკუთხიანი გლაუკომა (მათ შორის ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომა და მეორადი ღიაკუთხიანი გლაუკომის სხვა სახეები).
უკუჩვენებები - მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; - თირკმელების მძიმე უკმარისობა (კკ 30 მლ/წთ ნაკლები); - ჰიპერქლორემიული აციდოზი; - სინუსური ბრადიკარდია, II და III ხარისხის AV ბლოკადა, გამოხატული გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი; - დისტროფიული პროცესები რქოვანაში; - ბრონქული ასთმა (მათ შორის ანამნეზში), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; - ბავშვთა და მოზარდთა ასაკი; - ორსულობის პერიოდი.
მიღების წესი და დოზები მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. დორზასოპტს აწვეთებენ დაავადებულ თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1 წვეთს 2-ჯერ დღე-ღამეში. სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. თუ სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატით მკურნალობიდან გადადიან დორზასოპტზე, მაშინ პრეპარატი მოიხსნება ჩვეული ყოველდღიური დოზირების შემდეგ და მეორე დღეს იწყება მკურნალობა პრეპარატ დორზასოპტით. არ დაუშვათ საწვეთურის წვერის რაიმე ზედაპირთან შეხება ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით. ორსულობა და ლაქტაცია პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. შენახვის პირობები შეინახეთ არა უმეტეს 25Cტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატი გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.