კროპია პლიუსი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1
კროპია პლიუსი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1

კროპია პლიუსი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1

პოლონეთი

სუპრობიონი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - კროპია პლუსი 10მლ თვ/წვ

რისთვისგამოიყენებაკროპიაპლიუსი?

კროპია პლიუსი გამოიყენება გარემოს ნეგატიური გავლენის შედეგად განვითარებული სიმპტომების, როგორიცაა მშრალი თვალი, თვალის წვა და უცხო სხეულის შეგრძნების მოსახსნელად. ასევე, ქირურგიული ჩარევის შემდეგ თვალების დასატენიანებლად.
როგორმოქმედებსკროპიაპლიუსისწვეთებისაქტიურიინგრედიენტები?

ნატრიუმისჰიალურონატი - ადამიანის სხეულში ბუნებრივად არსებული პოლისაქარიდი, საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ძლიერი დამატენიანებელი ნივთიერება. ჰიალურონის მჟავას მუკოადჰეზიური თვისებები უზრუნველყოფს პრეპარატის უკეთეს ადჰეზიას თვალის ზედაპირზე, რაც ხელს უწყობს რქოვანას ეპითელიუმის სწრაფ შეხორცებას, ხოლო ვისკოელასტიური თვისებების წყალობით იზრდება ცრემლის აპკის სტაბილურობა.

ელექტროლიტები (ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმის ქლორიდი) - ცრემლის აპკი, რომელიც ფარავს რქოვანას და კონიუნქტივას, მდიდარია ელექტროლიტებით (ნატრიუმით, კალიუმით, ქლორით, მაგნიუმით და კალციუმით). ელექტროლიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თვალის ზედაპირის ჰომეოსტაზში და მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომების შემსუბუქებაში.

ოსმოპროტექტორები - ოსმოპროტექტორული თვისებების მქონე ნივთიერებები არის მცირე მოლეკულები, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა უჯრედებს უჯრედების იზოტონური მოცულობის აღსადგენად და ცილების სტაბილიზაციისთვის, რაც შესაძლებელს ხდის ჰიპეროსმოლარობისადმი ადაპტაციას. მშრალი თვალის სინდრომის მთავარი პრობლემა არის ცრემლის აპკის ჰიპეროსმოლარობა, რაც იწვევს რქოვანას ეპითელიუმის და კონიუნქტივის გობლეტის უჯრედების დაზიანებას. გლიცეროლს (გლიცერინი) აქვს ჰიგროსკოპიული თვისებები (წყლის შებოჭვა). გლიცერინის ხსნარები თვალის წვეთების სახით გამოიყენება ხანგრძლივი დატენიანების უზრუნველსაყოფად, ამიტომ ისინი ამშვიდებენ თვალის სიმშრალის შეგრძნებას და ხელს უშლიან ქრონიკულ გაღიზიანებას ან ანთებას.

დოზირება
1 წვეთი 3-4 ჯერ დღეში კონიუნქტივალურ პარკში. კროპია პლიუსის წვეთები არ შეიცავს კონსერვანტებს, მათი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღე, ასევე ყველა სახის კონტაქტური ლინზის მომხმარებლების მიერ. მძიმე სიმპტომების შემთხვევაში შესაძლებელია წვეთების უფრო ხშირი გამოყენება.
კროპია პლიუსი გამოიყენება ბავშვებში 6 თვიდან

შენახვის პირობები
• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
• მოარიდეთ სითბოს წყაროებს
• შეინახეთ მშრალ ადგილას 5რC-დან 35რC-მდე ტემპერატურაზე.
• არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
სიფრთხილისზომები
• პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
• არ გამოიყენოთ ბოთლის დაზიანების შემთხვევაში
• არ შეეხოთ თვალს ან სხვა ზედაპირს საწვეთურის წვერით
• სხვა ოფთალმოლოგიური ხსნარების გამოყენების შემთხვევაში ჩაწვეთებებს შორის დაიცავით მინიმუმ 15 წუთიანი ინტერვალი.
•კროპია პლიუსი უნდა ჩაიწვეთოთ ბოლოს
• მრავალჯერადად გამოყენებადი სამედიცინო პროდუქტი უნდა გამოიყენოს ერთმა პაციენტმა
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სუპრობიონი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ჰიალურონატ ნატრიუმი+გლიცერინი+ბორის მჟ+ნატრიუმის ტეტრაბორატი
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი