ლიდოკაინი სპრეი ადგილობრივი გამოყენების 10% 50მლ ფლაკონი #1
ლიდოკაინი სპრეი ადგილობრივი გამოყენების 10% 50მლ ფლაკონი #1

ლიდოკაინი სპრეი ადგილობრივი გამოყენების 10% 50მლ ფლაკონი #1

მოლდოვა

ფლუმედფარმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Lidocainum
აქტიური ნივთიერება: 3,80 გ ლიდოკაინი ერთ ფლაკონში.
სხვა კომპონენტები: 96 %-ანი ეთანოლი, პროპილენგლიკოლი, ბაღის პიტნის ზეთი. არ შეიცავს ფრეონს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

ჩვენებები:
ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ყველა შემთხვევაში, როდესაც საჭიროა კანისა ან ლორწოვანი გარსის ანესთეზია.
სტომატოლოგიური პროცედურები და ოპერაციები.
ინექციის ადგილის ანესთეზია ადგილობრივი საინექციო ანესთეზიური საშუალების შეყვანამდე, ზედაპირული აბსცესების გაკვეთა, მოძრავი სარძევე კბილის ან ძვლოვანი ფრაგმენტის ამოღება, ლორწოვანი გარსის ჭრილობიდან ძაფების ამოღება. ღრძილის ანესთეზია გვირგვინის ან ხიდისებრი პროთეზის დაფიქსირებამდე. პრეპარატის გამოყენება, ასევე, შეიძლება კბილის ქვის ხელით ან ინსტრუმენტული მეთოდით ამოსაღებად ან გადიდებული კბილთაშორისი დვრილის გასაკვეთად. ლიდოკაინის აეროზოლი აქვეითებს ან თრგუნავს ხახის გაძლიერებულ რეფლექსს ანაბეჭდის მომზადებისა ან რენტგენული ფირის მოთავსების წინ. პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ანაბეჭდის ელასტიურ მასალებთან ერთად. ასპირაციის რისკის გამო ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია, როდესაც ანაბეჭდის მოსამზადებლად იხმარება თაბაშირი.
ბავშვებისათვის ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ფრენულოტომიისათვის და სანერწყვე ჯირკველის კისტების გასაკვეთად.
ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიან ზედაპირულ სიმსივნეთა ამოკვეთა.
ოტორინოლარინგოლოგია.
ელექტროკაუტერიზაციამდე ცხვირიდან სისხლდენის მკურნალობის დროს, ცხვირის პოლიპის სეპტექტომიისა და რეზექციის წინ. პრეპარატის გამოყენება ასევე შეიძლება ხახის რეფლექსის დათრგუნვისთვისა და ინექციის ადგილების ანესთეზიისათვის.
დამატებითი ანესთეზიის სახით პერიტონზილური აბსცესის გაკვეთამდე ან ჰაიმორის წიაღის პუნქციამდე.
ანესთეზია სინუსის ამორეცხვამდე.
ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება ხახასა და ცხვირ-ხახაში ქირურგიული ოპერაციების დროს, უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ლიდოკაინი ხახის რეფლექსის დათრგუნვის დროს ხვდება ხორხსა და ტრაქეაში და თრგუნავს ხველის რეფლექსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოპნევმონია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, რადგან მათში ხშირად გამოიწვევა ხახის რეფლექსი.
ამის გამო, ლიდოკაინის აეროზოლი არაა რეკომენდირებული ადგილობრივი ანესთეზიისათვის ტონზილექტომიისა და ადენოტომიის წინ 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ენდოსკოპია და გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები.
ხახის ანესთეზია ცხვირიდან ან პირიდან სხვადასხვა მილების შეყვანამდე (გასტროდუოდენალური ზონდი ან სენგსტაკენის ზონდი).
ტრაქეოტომიული მილის შეცვლა.
გინეკოლოგია და მეანობა
შორისის ანესთეზიისათვის ეპიზიოტომიამდე ან ამ ოპერაციის შესაძლებლობის შემთხვევაში. ძაფების ამოღება. მიმდებარე ქსოვილების ანესთეზია საშვილოსნოს ყელზე ან საშოზე ოპერაციის დროს.
ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება საქალწულე აპკის ნაფლეთების ან ჭრილობის აბსცესის გაკვეთისა და დამუშავებისათვის.

დერმატოლოგია
კანის ან ლორწოვანი გარსების ანესთეზია მცირე ჩარევების წინ.

უკუჩვენებები:
მაღალი მგრძნობელობა ლიდოკაინის ან აეროზოლის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
დოზირება შეიძლება ფართოდ ვარირებდეს საანესთეზიო ზონის მონაცემების და ზომის მიხედვით.
აეროზოლის ერთი დოზა, რომელიც გამოდის აეროზოლის დოზირების სარქველზე დაჭერით, შეიცავს 4,8 მგ ლიდოკაინს.
სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაღალი კონცანტრაციის მიღწევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ყველაზე მცირე ეფექტური დოზის გამოყენება.
ჩვეულებრივ, საკმარისია სარქველზე 1-3 დაჭერა, მაგრამ სამეანო პრაქტიკაში იყენებენ 15-20 დოზას (მაქსიმალური რაოდენობა - 40 დოზა 70 კგ სხეულის წონაზე).
ალერგიული რეაქციები:
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში – შოკი. პრეპარატის გამოყენება საჭიროა დაუყოვნებლივ შეჩერდეს ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი რეაქციის აღმოჩენისთანავე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფლუმედფარმი
ქვეყანა
მოლდოვა
ჯენერიკი
ლიდოკაინი
დოზა
10%
ფორმა
სპრეი ადგილობრივი გამოყენების
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი