ბენეტი პლუსი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1
ბენეტი პლუსი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1

ბენეტი პლუსი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1

თურქეთი

აბდი იბრაჰიმი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გარგლი - პირის ღრუში გამოსავლები ხსნარი: ფლაკონში 200 მლ.
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი . . . . 300 მგ
ქლორჰექსიდინის გლუკონატი . . . . 240 მგ
დამხმარე ნივთიერებები: საქარინი, ეთანოლი და პიტნის ესენცია.

ორალური სპრეი: ფლაკონში 30 მლ
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი . . . . 0.15%
ქლორჰექსიდინის გლუკონატი . . . . 0.12%
დამხმარე ნივთიერებები: საქარინი, ეთანოლი და პიტნის ესენცია.
თითოეული შესხურების მოცულობაა 0.13 მლ, რომელიც შეიცავს 0.156 მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 0.195 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის პირის ღრუს დაავადებების დროს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენზიდამინი წარმოადგენს სტეროიდებისგან სტრუქტურულად განსხვავებულ, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიურ საშუალებას.
ბენზიდამინს აქვს სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისაგან განსხვავებული ფარმაკოლოგიური პროფილი დაჩვენებები
-ყელის ტკივილის, ფარინგიტის, ლარინგიტის და ტონზილიტის ანტიბაქტერიული მკურნალობის დამატებითი თერაპია;
-ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა ფიზიკური მიზეზებით (მაგ., ტრაქეის ინტუბაცია) გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის ანთების - მუკოზიტის - დროს;
-აფტოზური წყლულები, გლოსიტი;
-პერიოდონტალური პროცედურების, ასევე პირის ღრუში, კბილებზე და ყბებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ პირ-ხახის და ყელის ტკივილების შემსუბუქებისათვის;
-გინგივიტების მკურნალობა და პრევენცია;
-პირის ღრუს ინფექციებისა და მათი გართულებების მკურნალობა;
-პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების მკურნალობა (სტომატიტი);
-კბილებზე ნადებისა დაქვების პროფილქტიკა;
-პაროდონტული დაავადებები, ფიზიკური დატვირთვით განპირობებული პაროდონტოზები;
-დამატებითი მკურნალობის სახით კბილის კონსერვატიული თერაპიისა და კბილის ექსტრაქციის შემდეგ;
-ორალური ჰიგიენისთვის.

დოზირების რეჟიმი
გარგლი
ჩვეულებრივ, ბენეტი პლიუსი გარგლი გამოიყენება განზავების გარეშე. გამოვლების შემდეგ ხსნარი უნდა გადმოიღვაროს პირის ღრუდან.
მოზრდილები: ბენეტი პლიუსი გარგლის ერთჯერადი დოზა არის 15 მლ (საზომიანი თავსაფარი ავსებული ბოლო ნიშნულამდე). მისი გამოვლება ხდება 30 წამის განმავლობაში, 1.5-3 საათიანი ინტერვალებით დღის განმავლობაში.
ბენეტი პლიუსი გარგლის შემადგენლობაში არსებული ქლორჰექსიდინი მკურნალობის პერიოდში ამცირებს კბილებზე ქვების გაჩენასა და გინგივიტებს. შესაბამისად, თუ ბენეტი პლიუსის გარგლი გამოიყენება ორალური ჰიგიენური პროცედურის სახით, პრეპარატი უნდა გაჩერდეს პირის ღრუში სულ მცირე 1 წუთის განმავლობაში და გამოყენების შემდეგ საჭიროა ხსნარის პირიდან გადმოღვრა.
შეფერვის მინიმიზაციის მიზნით რომელსაც იწვევს ქლორჰექსიდინი, სასურველია კბილების გახეხვა ბენეტი პლიუსის გამოყენებამდე.
ბავშვები (6-12 წელი): 5-15 მლ ბენეტი პლიუსის ხსნარის პირის ღრუში გამოვლება ხდება 30 წამის განმავლობაში, 1.5-3 საათიანი ინტერვალებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
შესაძლებელია პრეპარატის წყალში განზავება წვისა და დაბუჟების შეგრძნების შემთხვევაში.

სპრეი
მოზრდილები: სპრეი უშუალოდ უნდა მივასხუროთ ყელის/პირ-ხახის ანთებით უბანს ან წყლულს. ჩვეულებრივი დოზა არის 4-8 შესხურება ერთ ჯერზე. საჭიროებისას პრეპარატი გამოიყენება ყოველ 1.5-3 საათში, მაქსიმუმ 32 შესხურება დღე-ღამეში.
ბენეტი პლიუსი სპრეის შემადგენლობაში არსებული ქლორჰექსიდინი მკურნალობის პერიოდში ამცირებს კბილებზე ქვების გაჩენასა და გინგივიტებს. შესაბამისად, თუ ბენეტი პლიუსი სპრეი გამოიყენება ორალური ჰიგიენური პროცედურის სახით, პრეპარატი უნდა გაჩერდეს პირის ღრუში სულ მცირე 1 წუთის განმავლობაში და გამოყენების შემდეგ საჭიროა ხსნარის პირიდან გადმოღვრა.
შეფერვის მინიმიზაციის მიზნით რომელსაც იწვევს ქლორჰექსიდინი, სასურველია კბილების გახეხვა ბენეტი პლიუსის გამოყენებამდე.ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა (კატეგორია B): არ არსებობს კონტროლირებული კვლევების მონაცემები ქლორჰექსიდინისა და ბენზიდამინის გამოყენების
შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
აღნიშნული პრეპარატი ორსულობის პერიოდში უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ლაქტაცია: არ არის ცნობილი გადადის თუ არა ქლოჰექსიდინი და ბენზიდამინი დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში სიფრთხილით უნდა მოხდეს.შენახვის პი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აბდი იბრაჰიმი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ბენზიდამინი+ქლორჰექსიდინი
ფორმა
სპრეი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი