დეფლუ სინუსი სპრეი ცხვირის 15მლ #1
დეფლუ სინუსი სპრეი ცხვირის 15მლ #1

დეფლუ სინუსი სპრეი ცხვირის 15მლ #1

უკრაინა

დელტა მედიკალი
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: გორგლოვანი ყოჩივარდას ექსტრაქტი, ევკალიპტის ეთერზეთი, პიტნის ეთერზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი, კოჭას ეთერზეთი, ქაფური, D-პანტენოლი, E ვიტამინი, ვერცხლის კოლოიდური ხსნარი, პეგ-40 ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი.

ჩვენებები: რინო-სინუსიტები: ჰაიმორიტი, ფრონტიტი.

დოზირება და მიღების წესი: ადგილობრივი გამოყენებისთვის. ზედმიწევნით უნდა მოხდეს ცხვირის გასუფთავება. შეინჯღრეს ფლაკონი და მოეხსნას დამცავი ხუფი. პირველი გამოყენებისას 1-2 საცდელი შესხურება უნდა შესრულდეს ჰაერში. პაციენტს თავი უნდა ეჭიროს ვერტიკალურ მდგომარეობაში და თითოეულ ნესტოში უნდა მოხდეს შესხურება თითოჯერ. გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ. გამოყენების კურსი 7-10 დღე, ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია გაგრძელდეს 3 კვირამდე. გამოყენების დროს შესაძლოა პაციენტს აღენიშნოს ხანმოკლე წვის შეგრძნება და რეფლექსური ცრემლდენა. არ ჩერდება ცხვირის ღრუში და არ გააჩნია საერთო სისტემური მოქმედება. კოსმეტიკური საშუალება.

უკუჩვენებები: 12 წლამდე ასაკის ბავშვები; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; ჰიპერტონიის დროს გამოიყენება სიფრთხილით; მწვავე ალერგიული რეაქციები; საშუალების კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; გლაუკომა.

განსაკუთრებული მითითებები: არ არსებობს მონაცემები პრეპარატის 12 წლამდე ბავშვებში გამოყენების შესახებ, ამიტომ ამ საშუალების გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის. თვალში შემთხვევით მოხვედრის დროს გამოირეცხეთ წყლის დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ლოსიონი-აეროზოლი ფლაკონში, შესასხურებლით, 15 მლ.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში არანაკლებ 5C და არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. გახსნის შემდეგ შესაძლებელია გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლამდე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს „დელტა მედიკელ“ უკრაინა,
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დელტა მედიკალი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ვერცხლის კოლოიდური ხსნარი+ყოჩივარდა+ევკალიპტი+პიტნა+ჩაის ხე+კოჭა+ქაფური+D-პანთენილი+ვიტ ე
ფორმა
სპრეი ცხვირის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი