ევკალიპტის ნაყენი 50მლ ფლაკონი #1
ევკალიპტის ნაყენი 50მლ ფლაკონი #1

ევკალიპტის ნაყენი 50მლ ფლაკონი #1

საქართველო

თბილისის ფქ
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ევკლიპტის ფოთოლი 20გ
არააქტიური სუბსტანცია: ეთანოლი 70% საჭირო რაოდენობით 100მლ ნაყენისმისაღებად.

ჩვენება: ძითითადად გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს. სავლებად, როგორც ანტისეპტიკური საშუალება, პირის ღრუსა და საყლაპავი მილის ანთებითი დაავადებების დროს: ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი. სტომატიტი, გინგვინიტი, ტონზილიტი. კუჭ-ნაწლავის დაავადებები.

უკუჩვენვენება: მომეტებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ეთილის სპირტის შემცველობის გამო პრეპარატის პეროლარულად მიღება არ არის რეკომენდირებული 12 წლამდე ბავშვებში და ქალებში ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება: ზედა სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს: მიიღება შიგნით ანუ პეროლარულად 15-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში( წვეთები უნდა განზავდეს ნახევარ ჭიქა წყალში).

პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ანთებითი დაავადებების დროს: გამოსავლებად და ინჰალაციისთვის 10-15 წვეთი ნაყენი უნდა განზავდეს 200მლ თბილ წყალში. მკურნალობის კურსი 5-10 დღე. ზოგადად დოზირების ოპტიმალურ რეჟიმს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

დოზის გადაჭარბება: პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების შემცირება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: უკუნაჩვენებია პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობისას.

გამოშვების ფორმა: 50მლ ნაყენი ყავისფერ პეტის ფლაკონში.

შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუშვებელია გამოყენება.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემაურეცეპტოდ.

აღწერილობა: გამჭირვალე, მომწვანო-მუქი ფერის სითხე, თავისებური სუნით.

მწარმოებელი: შპს“თბილისის ფარმაცევტული ქარხანა“, თბილისი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
თბილისის ფქ
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ევკალიპტი
ფორმა
ნაყენი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი