პროდუქტის შესახებ
ფურაცილ-ინ ფლორი
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ზღვის მარილი 0,9-1,0%; დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი, ნიტროფურალი, პროპელენტი (წნევის ქვეშ შეკუმშული ჰაერი). გამოყენების მეთოდი.
განკუთვნილია ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ბუნებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობის მოვლისა და შენარჩუნებისათვის და ხელს უწყობს ცხვირის უსიამოვნო შეშუპების, სიმშრალისა და დისკომფორტის აღმოფხვრას ნაზოფარინქსში.
ასევე რეკომენდირებულია კანის ზედაპირების ჰიგიენური პროფილაქტიკური დამუშავებისთვის დაზიანების შემთხვევაში (თერმული დამწვრობა, აბრაზიები, ჭრილობები, ნახეთქები, ანთება, გაღიზიანება) და გაპარსვის, კოსმეტიკური პროცედურების (პირსინგი, საყურეები, სახის კანის მოვლა, ეპილაცია) შემდეგ კანის დროული აღდგენისათვის, ასევე ზედა სასუნთქი გზების (ცხვირი და ნაზოფარინქსი) ჰიგიენური დამუშავებისათვის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია! პროცედურის დროს, ადამიანმა, რომელსაც უტარდება გამორეცხვის პროცედურა, არ უნდა ჩაისუნთქოს, ისაუბროს ან იყვიროს.
ცხვირის ღრუს გამორეცხვა ტარდება საშუალოდ 3-5-ჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირადაც.
პროცედურა ტარდება ვერტიკალურ მდგომარეობაში (ადამიანი უნდა იჯდეს ან იდგეს). თავი უნდა იყოს სწორად და წინ გადახრილი. დარწმუნდით, რომ გამორეცხვისას თავი უკან არ არის გადაწეული.
1.მოხსენით დამცავი თავსახური.
2.გამფრქვევი მოწყობილობა მოათავსეთ მარჯვენა ნესტოში
3.დააწექით გამფრქვევს და გააჩერეთ რამდენიმე წამის განმავლობაში, ჩამოიბანეთ ცხვირის მარჯვენა ნახევარი
4.დარჩენილი სითხისგან განთავისუფლდით ცხვირის გამოწმენდით
5.ანალოგიური პროცედურა ჩაიტარეთ ცხვირის მარცხენა ნესტოში.
6.საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.
გამოყენების შემდეგ, გამფრქვევი მოწყობილობა გარეცხეთ წყლით. გამოიყენეთ ინდივიდუალურად. ბავშვებში ცხვირის გამორეცხვა ტარდება უფროსების თანდასწრებით.
თანაბარი ფენა შეგიძლიათ დაიტანოთ კანის დაზიანებულ ადგილებზე 5-10 სმ მანძილიდან, 2-3-ჯერ დღეში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები. არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. არ გამოიყენოთ პროდუქტში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის მქონე პირებმა. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს; შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში ჩამოიბანეთ წყლით.
შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 5-დან 25 C-მდე ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
46465
ჯენერიკი
ნიტროფურალი+ზღვის წყალი /იზოტონური/