პური-ნაზინი სპრეი ცხვირის 50მლ ფლაკონი #1
პური-ნაზინი სპრეი ცხვირის 50მლ ფლაკონი #1

პური-ნაზინი სპრეი ცხვირის 50მლ ფლაკონი #1

პოლონეთი

აფლოფარმი
პროდუქტის შესახებ
პური-ნაზინი
ზღვის წყალი დამატენიანებელი იზოტონური ხსნარით50მლ
(შეფუთვა შეიცავს დაახლოებით 50 დოზას)

შემადგენლობა: წყალი, გლიცერინი, ზღვის მარილი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი.

ჩვენება: პური-ნაზინი არის ცხვირის დეკონგესტანტი, რომელიც ხელმისაწვდომია იზოტონური ხსნარის სახით. იგი გამოიყენება ბაქტერიების, ვირუსების, ალერგენებისა და სხვა უცხო ნაწილაკებისაგან გასაწმენდად. ასევე ლორწოვანი სითხის დასაშლელად, რომელიც ხელს უშლის ცხვირის ნესტოების გამავლობას. გარდა ზღვის წყლისა, პროდუქტი შეიცავს გლიცერინს დამატენიანებელი ეფექტით, რაც დამატებით ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნებას. კატარალური და ალერგიული პირობებით გამოწვეული ცხვირის ობსტრუქციის დროს, როგორიცაა: გაციება, რინიტი ან სინუსიტი პური-ნაზინი, თავისი თვისებების წყალობით, აადვილებს სუნთქვას. პროდუქტი ასევე შესანიშნავია ყოველდღიური ცხვირის ჰიგიენისთვის, როგორც ჩვილებში და ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. პური-ნაზინი: ასუფთავებს; ატენიანებს; აადვილებს სუნთქვას.

უკუჩვენება: არ გამოიყენება რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
არ გამოიყენება დაზიანებულ ლორწოვან გარსზე.

გამოყენების წესი: შექმნილია ცხვირში გამოსაყენებლად.

პირველ გამოყენებამდე უნდა დააჭირონ დისპენსერს რამდენჯერმე, რათა შეავსონ დოზირების ტუმბო და მიიღონ შესხურებისთვის საჭირო რაოდენობის ხსნარი. თუ პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენება, შეიძლება საჭირო გახდეს ზემოაღნიშნული მოქმედების განმეორება. ჩვილები 6 თვიდან და ბავშვები: თითო დოზა ცხვირის თითოეულ ნესტოში დღეში რამდენჯერმე.
მოზრდილები: ერთი-ორი დოზა ცხვირის თითოეულ ნესტოში დღეში რამდენჯერმე.
გამოყენებიდან 28 დღის შემდეგ რეკომენდებულია 2 დღიანი შესვენება, რის შემდეგაც შესაძლებელია დაუბრუნდნენ პროდუქტის გამოყენებას.

დისპენსერი არ უნდა მოიხსნას. თუ საჭიროა დისპენსერის გაწმენდა, რეკომენდებულია ხელსახოცის ან პირსახოცის გამოყენება.

გაფრთხილებები და რეკომენდებული სიფრთხილის ზომები: ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად პროდუქტს დამატებული აქვს კონსერვანტი ბენზალკონიუმის ქლორიდი.

ვარგისიანობის ვადა: გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული „გამოყენების ინსტრუქციის“ შესაბამისად.

შენახვის წესი: ინახება თავისივე კოლოფში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25C ტემპერატურაზე.
პრეპარატის შესახებ ინფორმაცია მოცემულია მუყაოს კოლოფზე.

მწარმოებელი: აფლოფარმ ფარმაცია პოლსკა სპ.ზოო, პოლონეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აფლოფარმი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ზღვის წყალი /იზოტონური/
ფორმა
სპრეი ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი