საერთაშორისო დასახელება - CARBOCISTEINE მოქმედი ნივთიერება: კარბოცისტეინი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური საშუალება შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: სიროფი 5% მოზრდილებისათვის: ფლაკონში 200 მლ 100 მლ კარბოცისტეინი ......... 5.0 გ დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 0.15 გ. საქაროზა (35 გ/100 მლ), კარამელის არომატიზატორი, შლიცეროლი პატენტირებული ლურჯი V, ნარინჯისფერ-ყვითელი საღებავი S, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
ჩვენებები: პათოლოგიური სქელი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ ბავშვებში და მოზრდილებში (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, ფილტვების ანთება, ბრონქული ასთმა, ბრონქოპნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, შუა ყურის ანთება, რინიტები, სინუსიტები).
მიღების წესი და დოზირება: 5% სიროფი ენიშნებათ მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზევით თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ;
გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის მხრივ: შესაძლოა ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, დიარეა, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება.
უკუჩვენებები: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების (მათ შორის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის და სხვა პარაჰიდროქსიბენზოატების) მიმართ ანამნეზში.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს (ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან).