მულტიფოლიკო DHA კაფსულა #60

მულტიფოლიკო DHA კაფსულა #60

იტალია

ფარმიტალია
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Omega-3,Vitamins,Minerals,Lutein
ჩვენებები:
ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა ;
ორსულობისათვის მზადების პერიოდი ;
ორსულთა ტოქსიკოზი ;
ანტიბიოტიკოთერაპიის და ჰორმონოთერაპიის შემდგომი პერიოდი;
ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი
პროფილაქტიკა და მკურნალობა ;
გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, კონცენტრირების უნარის დაკარგვა ;
მდგომარეობები, რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება ვიტამინებზე და მაკრო- და მიკროელემენტებზე (დაავადების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი, ქირურგიული ოპერაციები ან რადიოთერაპია, ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის)
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;

დოზირება და მიღების წესი:
1 წითელი კაფსულა მიიღება დილით და 1 იასამნისფერი კაპსულა საღამოს, ჭამის შემდეგ.
გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა: N 60კაფსულა ( 2 ბლისტერი, თითოეულ ბლისტერზე 15 წითელ კაფსულას +15 იასამნისფერი კაფსულა).
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვიტამინების, მინერალების, დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA), ომეგა -3 და ლუთეინის მაღალი შემცველობის კომპლექსი.
წითელი კაფსულა „დღე“ შეიცავს :
დოკოზაჰექსაენის მჟავა ((DHA) 315 მგ - ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, ახდენს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში.
აფერხებს თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნური სტატუსის სრულფასოვან ფუნქციონირებას, ახდენეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.
ლუთეინი (Lutein)10 მგ - აბლოკირებენ ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას. მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, აბლოკირებს რა თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებენ თვალს და ამცირებენ მხედველობის ფუნქციას.
Bacillus coagulans BC 513 არანაკლებ 2 მილარდი შტამი- ხელს უწყობს ნაწლავის ნორმოფლორის ნორმალიზებას, თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას.
იასამნისფერი კაფსულა „ღამე“ :
ვიტამინი C(Vitamin C) 100 მგ - ანტიოქსიდანტი,აძლიერებს რეპარაციულ პროცესებს,ზრდის ინფექციების მიმართ მდგრადობას.მნიშვნელოვანია პლაცენტის ნორმალური განვითარებისთვის.
ნიაცინი (Vitamin B3, PP) 22 მგ- მონაწილეობს უჯრედში ძირითად ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, ფერმენტების, ლიპიდების და ნახშირწყლოვან ცვალში.
ვიტამინი E (Vitamin E) 12 მგ - ავლენს გამოხატულ დადებით ზემოქმედებას ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე (ქალის სასქესო უჯრედების სინთეზის ნორმალიზება,ორსულობის ნორმალური მიმდინარეობა, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზება)პანთოტენის მჟავა (Vitamin B5) 6მგ - მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში, ასევე ნაღვლის მჟავებისა და ჰორმონების სინთეზში. აქვს ანტისტრესული მოქმედება, ამცირებს ანტიბიოტიკების ტოქსიკურ და გვერდით ეფექტებს.
ვიტამინი B2(Vitamin B2) -1,7მგ - უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს.
ვიტამინი B6 (Vitamin B6) -1,9 მგ - მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, ამსუბუქებს პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლინებას და ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმს.
ვიტამინი B1 (Vitamin B1) -1,4 მგ- წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში. გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.
ფოლიუმის მჟავა 400მგ (Folic acid) - ახორციელებს ორსულობის დროს ნერვული მილის დეფექტების და სხვა მალფორმაციების ჩამოყალიბების პრევენციას.
ბიოტინი (Vitamin B7) -35 მკგ - მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, შესაბამისად არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. იგი ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმიტალია
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ვიტამინები+მინერალები+ომეგა-3+ლუთეინი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი