ნაფ (NaF) სპრეი ორალური 20მლ ფლაკონი #1
ნაფ (NaF) სპრეი ორალური 20მლ ფლაკონი #1

ნაფ (NaF) სპრეი ორალური 20მლ ფლაკონი #1

იტალია

ბიოთრეიდინგი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): fluoride, xilytol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები სტომატოლოგია → სტომატოლოგიაში გამოსაყენებელი სხვადასხვა პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებები → პრეპარატები კარიესის მკურნალობისთვის
შემადგენლობა: NaF ( ნატრიუმის ფტორიდი), ქსილიტოლი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
NaF სპრეი - ევროპული ხარისხის, კომფორტული გამოყენების ორალური სპრეი, რომელიც ორგანიზმში ფტორის ნორმალური დონის შენარჩუნებით ახდენს კბილის კარიესის პრევენციასა და მკურნალობას

NaF ( ნატრიუმის ფტორიდი): ფტორი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს:
- ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს
- მონაწილეობს ფტორაპატიტის (Ca5(PO4)3F) წარმოქმნაში
- ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას კარიესის წარმოქმნაში მონაწილე მჟავაწარმომქმნელი ბაქტერიების (Sreptococus Mutans) მიმართ
- ხელს უშლის კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ შაქრის გადამუშავების და მჟავების გამოყოფის პროცესს
ქსილიტოლი: ერთადერთი ნახშირწყალი საკვები შაქრის იდენტური გემოთი
- სხვა დამატკბილებლებისგან განსხვავებით იცავს კბილებს კარიესისგან და მინერალების დეფიციტისგან
- ეფექტურია კარიესით გამოწვეული ბზარების გამოსწორებისათვის
- ასუფთავებს კბილებს ნალექისგან და აძლიერებს მინანქრის დაცვას
- სხვა შაქრებისგან განსხვავებით არ იწვევს დუღილის რეაქციას და ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას

ჩვენება:
უ კბილის ამოჭრის დაგვიანება
უ კბილის კარიესი
უ კბილის ემალის ჰიპერმგრძნობელობა
უ თმის ცვენა და მტვრევადობა
მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
2 კვ -2წლ: 1 გაფრქვევა დღეში (0.25 მგ F-)
2 - 4 წლ: 2 გაფრქვევა დღეში (0.5 მგ F-)
4 წლ - მოზრდილები: 4 გაფრქვევა დღეში (1 მგ F-)
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ

გამოშვების ფორმა:
ორალური სპრეი 20 მლ შაქრის არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოთრეიდინგი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ნატრიუმის ფტორიდი+ქსილიტოლი
ფორმა
სპრეი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი