ოსტეოკორი კაფსულა #30

ოსტეოკორი კაფსულა #30

გერმანია

ალფაკაფსი
პროდუქტის შესახებ
ოსტეოკორი კალციუმი, კაფსულები
შემადგენლობა: თითოეული კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: კალციუმი 250 მგ, ვიტამინი K2 7.5 მკგ, ვიტამინი D3 5.0 მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

ჩვენებები: კალციუმის, ვიტამინი K2-ისა და D3-ის დამატებითი წყარო ძვლოვანი ქსოვილის, სისხლძარღვების, სისხლის შედედების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად და ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღების მიზნით.

დოზირება და მიღების წესი: 12 წლიდან მოზარდები და მოზრდილები: 1-2 კაფსულა დღეში. ძვლოვანი ქსოვილის მასის მნიშვნელოვანი დანაკარგის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 3 კაფსულამდე დღეში. კაფსულა მიიღება წყალთან ერთად დაუღეჭავად. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4-8 კვირას. განმეორებითი კურსის საჭიროებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: არ გამოიყენება თუ დაზიანებულია გარე შეფუთვა. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დღიურ დოზას გადაჭარბება. არ არის რეკომენდირებული პროდუქტის გამოყენება სრულფასოვანი კვების რაციონის ჩასანაცვლებლად.

გარეგნული სახე და შეფუთვა: მუყაოს კოლოფში 2 ბლისტერი, #15 კაფსულა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ალფაკაფს გმბჰ, ოსტრინგ 10, 32832 აუგუსტდოფ, გერმანია..
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ალფაკაფსი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
კალციუმი+ვიტ დ-3+ვიტ კ-2
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი