ტროფოკარდი ტაბლეტი #30

ტროფოკარდი ტაბლეტი #30

საბერძნეთი

უნი-ფარმა კლეონი
პროდუქტის შესახებ
ტროფოკარდი

შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: მონო-მაგნიუმის ლ-ასპარტატის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი, რაც შეესაბამება Mg++-ს. დამხმარე საშუალებები: გასტრორეზისტენტული ტაბლეტი: მაკროგოლი 4000, სილიკონ დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი. გარსი: მეთაკრილმჟავას კოპოლიმერი L30 D55, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171 CI 77891, პოლიეთილენ გლიკოლი 6000, ტრიეთილ ციტრატი, გასუფთავებული წყალი.

კონცენტრაცია აქტიურ სუბსტანციაში: გასტრორეზისტენტული ტაბლეტი: ყოველი გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 614.8მგ მონო-მაგნიუმის ლ-ასპარტატის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს, რაც შეესაბამება 60.77 მგ Mg++-ს.

ზოგადი ინფორმაცია: მაგნიუმი არის სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტი და მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში. ადამიანებში მაგნიუმის სადღეღამისო ნორმა არის 400-600მგ. ადამიანებში მაგნიუმის საკვებით მიღებული საშუალო რაოდენობა საკმარისია სადღეღამისო მეტაბოლური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს არასაკმარისი რაოდენობით მიღების შედეგად (არასაკმარისი კვება, ცუდი კვება, გრძელვადიანი სრული პარენტერალური კვება, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ნაწლავური აბსორბციის დაქვეითება, პერსისტენტული დიარეა). იშვიათად შეიძლება განვითარდეს შარდით მაგნიუმის მომატებული დაკარგვის შედეგად (ტუბულარული რეაბსორბციის დაქვეითება ზოგიერთი პრეპარატის მავნე ეფექტების გამო). კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმის შემცირება იწვევს მიოკარდიუმის ქსოვილების ნეკროზს. მაგნიუმის დეფიციტი ასოცირებულია თრომბოზის მომატებულ რისკთან.

ჩვენებები: ლაბორატორიული ანალიზებით დადასტურებული მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობა.

უკუჩვენებები: პრეპარატები პაციენტებს ეხმარება, მაგრამ შეიძლება ასევე გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები, თუ ისინი არ გამოიყენება მითითებების შესაბამისად.

ზოგადად, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს უნდა, თუ პაციენტს აქვს დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა ამ პრეპარატის ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ და ასევე შემდეგ შემთხვევებში: გულის ან თირკმელების მწვავე უკმარისობა: ასეთ შემთხვევებში პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით და რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს სისხლის შრატში მაგნიუმის დონეები.
მაგნიუმის შეკავების შესაძლებლობა გათვალისწინებული უნდა იყოს თირკმელების უკმარისობისას (კრეატინინის პლაზმური დონეებიმეტი 500მიკრომოლ-ლიტ ან 6მგ-100მლ). ასეთ შემთხვევაში, მაგნიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში არ უნდა აღემატებოდეს 31.6მგ-ს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას: განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებსა (კრეატინინის დონეები პლაზმაში ნაკლები 500მიკრომოლ-ლ ან 6მგ-100მლ) და დიგიტალისის პრეპარატზე მყოფ პაციენტებში; საჭირო არ არის ზემოთ მითითებული დოზირების აკრძალვა.

ორსულობა და ლაქტაცია: ტროფიკარდის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს უსაფრთხოა.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან: ტეტრაციკლინებთან ერთად მიღებისას აუცილებელია პრეპარატების მიღებებს შორის 3-საათიანი ინტერვალს დაცვა. იგივე პერიოდის დაცვა არის საჭირო კალციუმისა და მაგნიუმის შიგნით ანუ პერორალურად მიღებისას. გარდა ამისა, თავიდან უნდა იქნას აცილებული მაგნიუმის ერთდროულად პარენტერალური და შიგნით ანუ პერორალური მიღება.

დოზირება და მიღების წესი: გატსრორეზისტენტული ტაბლეტი: 6-9 წლის ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ. 10-14 წლის ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ. მოზრდილები: 2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად.

დოზის გადაჭარბება და მკურნალობა: ჰიპერმაგნეზემიის სიმპტომებია გულის რითმის დარღვევები, რესპირატორული პრობლემები, ნეიროკუნთოვანი გადაცემის დარღვევები.
მკურნალობა: ძლიერი დიურეზი წყლის ან ძლიერი დიურეტიკების გამოყენებით. თირკმელების უკმარისობისას რეკომენდებულია დიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: სასურველ ეფექტებთან ერთად, ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
უნი-ფარმა კლეონი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
მაგნიუმი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი