ნორადრენალინი ი/ვ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად 1მგ/1მლ 4მლ ამპულა #10

ნორადრენალინი ი/ვ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად 1მგ/1მლ 4მლ ამპულა #10

სლოვაკეთი

ეიჩბიემ ფარმა
პროდუქტის შესახებ
ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი) 1მგ-მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი
ნორადრენალინი
ამ წამლის მიღების დაწყებამდე საჭიროა სრული ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან იგი შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ჩვენება: ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი) 1მგ-მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი, შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნორადრენალინს, და მოქმედებს როგორც ვაზოკონსტრიქტორი. (იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას). ნორადრენალინი გამოიყენება მოზრდილებში გადაუდებელ შემთხვევაში, სისხლის წნევის ნორმალურ დონემდე მომატებისთვის.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ნორადრენალინის ან მისი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ; თუ აქვს დაბალი არტერიული წნევა, გამოწვეული სისხლის დაბალი მოცულობით; თუ ღებულობს გარკვეულ ანესთეტიკებს, როგორიცაა ჰალოთანი ან ციკლოპროპანი (მან შეიძლება გაზარდოს არარეგულარული გულისცემის რისკი).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: ნორადრენალინის მიღებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან მედდას, თუ: პაციენტს აქვს დიაბეტი; აქვს ღვიძლის უკმარისობა; აქვს თირკმელებთან დაკავშირებული მძიმე დარღვევები; აქვს მაღალი არტერიული წნევა; აქვს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა; აქვს სისხლში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება; აქვს ნახშირბადის დიოქსიდის მომატებული რაოდენობა სისხლში; აქვს მომატებული ქალასშიდა წნევა (ინტრაკრანიალური წნევა); აქვს თრომბი ან ობსტრუქცია სისხლძარღვებში, რომლებიც აწვდიან სისხლს გულს, ნაწლავებს ან სხეულის სხვა ნაწილებს; აქვს დაბალი არტერიული წნევა გულის შეტევის შემდეგ; აქვს ისეთი ტიპის სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში), რომელსაც ჰქვია პრინცმეტალის სტენოკარდია; აქვს ძირითადი მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია; ცოტა ხნის წინ გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი; აქვს გულის რითმის დარღვევები; არის ხანდაზმული.

ბავშვები და მოზარდები: ნორადრენალინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მაშასადამე არ არის რეკომენდებული მისი ბავშვებში გამოყენება.

სხვა წამლები და ნორადრენალინი: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან მედდას თუ პაციენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო ან შეიძლება მიიღოთს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იყენებს ან შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალება: დეპრესიის სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ეწოდებათ „მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორები“ და რომლებსაც ღებულობენ ამჟამად ან მიიღეს ბოლო 14 დღის განმავლობაში; დეპრესიის სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ეწოდებათ „ტრიციკლური ანტიდეპრესანტები“, მაგ. იმიპრამინი ან დესიპრამინი; ადრენერგიული-სეროტონინერგიული საშუალებები, მაგ., გამოყენებული ასთმისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ; ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი); ანესთეტიკები (განსაკუთრებით საანესთეზიო აირები, როგორიცაა ციკლოპროპანი, ჰალოთანი, ქლოროფორმი, ენფლურანი); სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები (მაგ. გუანეთიდინი, რეზერპინი, მეთილდოფა, ალფა და ბეტა-ბლოკატორები); გულის რითმის დარღვევების სამკურნალო საშუალებები; საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ); ლევოდოფა (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ); ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები; ოქსიტოცინი (გამოიყენება საშვილოსნოს კუმშვადობის გასაუმჯობესებლად); ანტიჰისტამინები (ალერგიების სამკურნალოდ); ამფეტამინი; დოქსაპრამი (სუნთქვის დარღვევებისას); მაზინდოლი (სიმსუქნის სამკურნალოდ); შაკიკის სამკურნალო პრეპარატები; ლითიუმი; ნორადრენალინის გამოყენებამ პროპოფოლთან (ანესთეტიკი) ერთად შეიძლება გამოიწვიოს პროპოფოლის ინფუზიის სინდრომი (PRIS), რაც წარმოადგენს სერიოზულ გართულებას, რომელიც ზემოქმედებას ახდენს პროპოფოლით სედაციის ქვეშ მყოფ პაციენტებზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეიჩბიემ ფარმა
ქვეყანა
სლოვაკეთი
ჯენერიკი
ნორადრენალინი
დოზა
1მგ/1მლ
ფორმა
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
4მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი