პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ადიპინის აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის 10მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.
ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაშიც); სტაბილური სტენოკარდია; არასტაბილური სტენოკარდია (მათ შორის პრინცმეტალის სტენოკარდია); გულის უკმარისობა.
უკუჩვენება: პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებებია_პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა, აორტის სარქვლის გამოხატული სტენოზი, გულის მძიმე უკმარისობა, არტერიული ჰიპოტონია, ტაქიკარდია, კოლაფსი, სისხლძარღვოვანი და კარდიოგენული შოკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პირველი კვირა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა შეადგენს 5მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით შეიძლება დღიური დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10მგ-ს.
უსაფრთხოების ზომები: პრეპარატის მოქმედება პედიატრიაში შესწავლილი არ არის. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ხანდაზმული ასაკის პაციენტები და პაციენტები თირკმელების უკმარისობით დოზის შემცირებას არ საჭიროებენ. ადიპინით დასაშვებია როგორც მონოთერაპია, ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში დანიშვნა.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: გვერდითი ეფექტების გამოვლენისას-არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და დოზის ცვლილებისას.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ადიპინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის.
დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტონია. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებებისა და კალციუმის გლუკონატის შეყვანა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: ადიპინის მიღება უსაფრთხოა თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ამფ-ის ინჰიბიტორებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, პროლონგირებული მოქმედების ნიტრატებთან, ნიტროგლიცერინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიბიოტიკებთან და შიგნით მისაღებ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან კომბინაციაში. მარცხენა პარკუჭის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროს, ადიპინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების კომბინაცია დიდი სიფრთხილით ინიშნება. ადიპინი არ ახდენს გავლენას დიგოქსინის და ციმეტიდინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე.
გვერდითი მოვლენები: გულისცემის გაძლიერება, სახის წამოწითლება; თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა; დისპეფსიური მოვლენები, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება; კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა.
ვარგისობა და შენახვის პირობები: პრეპარატის ვარგისობის ვადა-3 წელი. ინახება 10-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი 10მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორეული შეფუთვა-მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა ?3 რეცეპტით.
მწარმოებელი: შპს “ჯი-ემ-პი”, საქართველო.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
13753