საერთაშორისო დასახელება - Desloratadinum ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H 1 ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორები ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ანტიალერგიული საშუალება – H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
გამოყენების ჩვენებები - ალერგიული რინიტი (ცემინების აღმოფხვრა ან შემსუბუქება, ცხვირის დაცობა, ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, ქავილი ცხვირში, სასის ქავილი, თვალების ქავილი და სიწითლე, ცრემლიანობა); - ჭინჭრის ციება (კანის ქავილის, გამონაყარის შემცირება ან აღმოფხვრა). უკუჩვენებები - მომატებული მგრძნობელობა დეზლორატადინის ან ლორატადინის მიმართ; - ორსულობა და ძუძუთი კვება; - 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გამოყენების წესი და დოზები შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, დღე-ღამის ერთი და იგივე დროს. ტაბლეტი უნდა გადაყლაპო მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით. მოზრიდლებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 5 მგ ერთხელ დღე-ღამეში. სეზონური ალერგიული რინიტის დროს (თუ არსებობს სიმპტომები კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობით) საჭიროა შეფასდეს დაავადების მიმდინარეობა. სიმპტომების გაქრობის შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. სიმპტომების განმეორებითი გამოჩენისას პრეპარატის მიღება უნდა განახლდეს. ალერგიული რჰინიტის მთლიანი წლის განმავლობაში არსებობისას (თუ არსებობს სიმპტომები კვირაში 4 დღეზე მეტი ან წელიწადში 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით) პრეპარატი უნდა მიიღებოდეს ალერგენის ექსპოზიციის მთელი პერიოდის განმავლობაში. პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ იმ ჩვენებების, გამოყენების წესისა და დოზების თანახმად, რომელიც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში.
გვერდითი მოქმედება დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰალუცინაციები. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავის ტკივილი. ძალიან იშვიათად – თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, კრუნჩხვები. დარღვევები გულისისხლძაარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება. სიხშირე უცნობია – Qთ ინტერვალის გახანგრძლივება. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: პირის სიმშრალე. ძალიან იშვიათად – მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დყსპეპსია, დიარეა. დარღვევები ღვიძლისა დანაღვლმდენი სადინარების მხრივ ძალიან იშვიათად – ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ჰეპატიტის. სიხშირე უცნობია – სიყვითლე. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ სიხშირე უცნობია: ფოტოსენსიბილიზაცია. დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ ძალიან იშვიათად - მიალგია.