შემადგენლობა ლიოფილიზატი: აქტიური ნივთიერება – მეთილპრედნიზოლონი (ნატრიუმის მეთილპრედნიზოლონის სუქცინატის სახით) 40 მგ, 125 მგ, 250 მგ, 500 მგ, 1000 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი. გამხსნელი: ბენზილის სპირტი 9 მგ, საინიექციო წყალი რ.ს. 1 მლ-მდე.
სამკურნალწამლო ფორმის აღწერა - ინტრავენური და ინტრამუსკულური საინიექციო ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზატი ლიოფილიზატი 40 მგ, 125 მგ, 250 მგ: ლიოფილიზებული ფხვნილი ან ფოროვანი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მასა. გამხსნელი – გამჭვირვალე უფერო ხსნარი. - ინტრავენური და ინტრამუსკულური საინიექციო ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზატი ლიოფილიზატი 500 მგ, 1000 მგ: ლიოფილიზებული ფხვნილი ან ფოროვანი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მასა. გამხსნელი – გამჭვირვალე უფერო, ბენზილის სპირტის სუსტი სუნის მქონე ხსნარი.
ჩვენებები გართულებების თავიდან აცილების მიზნით ინიშნება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით 1. ენდოკრინული დაავადებები - თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი და მეორადი უკმარისობა (აუცილებლობის შემთხვევაში მინერალკორტიკოიდებთან ერთად, განსაკუთრებით პედიატრიულ პრაქტიკაში). - თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (შეიძლება გაჩნდეს მინერალკორტიკოიდების დამატების აუცილებლობა). - შოკი, რომლის მიზეზია თირკმლეზედა ჯირკვლის უკმარისობა, ან შოკი, რომელიც არ ემორჩილება ჩვეულებრივი მეთოდებით თერაპიას და როდესაც სავარაუდოა თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (როდესაც არასასურველია მინერალკორტიკოიდური მოქმედება). - პრეოპერაციულ პერიოდში მძიმე ტრავმის და მძიმე დაავადებების დროს, ავადმყოფებში რომლებშიც სავარაუდოა ან დადაგენილია თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. - თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია. - ქვემწვავე თირეოიდიტი. - ონკოლოგიური დაავადებების ფონზე განვითარებული ჰიპერკალციემია. 2. რევმატიული დაავადებები (ხანმოკლე, დამატებითი თერაპიის სახით მწვავე პერიოდიდან გამოსაყვანად ან გამწვავების დროს) - პოსტტრავმული ოსტეოართრიტი. - სინოვიტი ოსტეოართრიტის დროს. - რევმატოიდული ართრიტი, მათ შორის იუვენილური რევმატოიდული ართრიტი (ერთეულ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს შემანარჩუნებელი თერაპია მცირე დოზებით). - მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი. - ეპიკონდილიტი. - მწვავე არასპეციფიკური ტენდოსინოვიტი. - მწვავე პოდაგრული ართრიტი. - ფსორეაზული ართრიტი. - მაანკილოზებელი სპონდილიტი. 3. შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (გამწვავების პერიოდში ან ერთეულ შემთხვევებში, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით) - სისტემური წითელი მგლურა (და მგლურათი გამოწვეული ნეფრიტი). - მწვავე რევმოკარდიტი. - სისტემური დერმატომიოზიტი (პოლიმიოზოტი). - ნოდოზური პერიარტერიტი. - გუდპასჩერის სინდრომი. 4. კანის დაავადებები - ბუშტოვანა - მძიმე მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსის სინდრომი). - ექსფოლიატური დერმატიტი. - მძიმე ფსორიაზი. - ჰერპეტიფორმული ბულოზური დერმატიტი. - მძიმე სებორეული დერმატიტი. - სოკოსებრი მიკოზი. 5. ალერგიული მდგომარეობები (მძიმე ან ინდივიდუალური მდგომარეობებისას, როდესაც არაეფექტურია ჩვეულებრივი თერაპია) - ბრონქული ასთმა. - კონტაქტური დერმატიტი. - ატოპიური დერმატიტი. - შრატისმიერი დაავადება. - სეზონური ან სრულწლოვანი ალერგიული რინიტები - ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალებებზე - ჭინჭრის ციების ტიპის პოსტტრანსფუზიური რეაქცია. - ხორხის მწვავე არაინფექციური შეშუპება.
მიღების წესები და დოზები სოლუ-მედროლის® შეყვანა შეიძლება ი/ვ ან ი/მ ინექციის ან ი/ვ ინფუზიის გზით, მაგრამ გადაუდებელი მდგომარეობებისას მკურნალობა იწყება უპირატესად ინტრავენური ინიექციით. ბავშვებში შეყავთ უფრო დაბალი დოზები (მაგრამ არაუმცირეს 0,5 მგ/კგ/დღეში), თუმცა დოზის შერჩევისას პირველ რიგში ითვალისწინებენ მდგომარეობის სიმძიმეს და თერაპიაზე ავადმყოფის რეაქციას და არა წონას და ასაკს. დამატებითი თერაპიის სახით სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობებისას 30 მგ/კგ სხეულის მასაზე ინტრავენურად 30 წუთის განმავლობაში. ამ დოზის შეყვანა შეიძლება განმეორდეს ყოველ 4-6 საათში ერთხელ არაუმეტეს 48 საათში.