სნუპი სპრეი ცხვირის 90მკგ/დოზა 15მლ(150დოზა) ფლაკონი #1
სნუპი სპრეი ცხვირის 90მკგ/დოზა 15მლ(150დოზა) ფლაკონი #1

სნუპი სპრეი ცხვირის 90მკგ/დოზა 15მლ(150დოზა) ფლაკონი #1

ესპანეთი

ფამარი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - xylometazoline
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
სპრეის 1 დოზა (90 მკლ) შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი - 45 მკგ ან 90 მკგ;

დამხმარე ნივთიერებები: ზღვის წყალი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიკონგესციური საშუალება – ალფა-ადრენომიმეტური.

გამოყენების ჩვენებები
მწვავე რესპირატორული დაავადებები რინიტის (სურდოს) ნიშნებით, მწვავე ალერგიული რინიტი, პოლინოზი, სინუსიტი, ევსტაქიიტი, შუა ოტიტი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად). პაციენტის მომზადება ცხვირის ნესტოებში დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ; არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი; მომატებული თვალშიდა წნევა, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი გლაუკომა; ატროფიული რინიტი, ჰიპერთირეოზი, ქირურგიული ჩარევა ტვინის გარსებზე (ანამნეზში), კანის ან ცხვირის ვესტიბულის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, ტრანსფენოიდული ჰიპოფიზექტომიის შემდგომი მდგომარეობები, ორსულობა, 6 წლამდე ბავშვთა ასაკი (90 მკგ/დოზა ნაზალური დოზირებული სპრეისთვის), 2 წლამდე ბავშვთა ასაკი (45 მკგ/დოზა ნაზალური დოზირებული სპრეისთვის).
არ გამოიყენება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით (მაო) (მათი მოხსნიდან 14 დღის ჩათვლით), ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტებით, სისხლძარღვთა შემავიწროებელი სხვა ადგილობრივი საშუალებებით (დეკონგესტანტებით),

გამოყენების წესი და დოზები
ინტრანაზალურად.
ნაზალური დოზირებული სპრეი 45 მკგ/დოზა
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 1-3-ჯერ.
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ.
დღეში 3-ჯერზე მეტად გამოყენება არ შეიძლება.
ნაზალური დოზირებული სპრეი 90 მკგ/დოზა
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ.
დღეში 3-ჯერზე მეტად გამოყენება არ შეიძლება.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.
ბოლო შესხურების ჩატარება რეკომენდებულია უშუალოდ ძილის წინ.

გამოყენებამდე ნესტოები უნდა გამოსუფთავდეს.
საჭიროა დამცავი თავსახურის მოხსნა. პირველი გამოყენების წინ გამფრქვევი თავის რგოლზე უნდა მოხდეს რამდენჯერმე დაჭერა თანაბარი ,,ნისლის” ღრუბელის გამოჩენამდე. პრეპარატიანი ფლაკონი მზად არის გამოსაყენებლად.
გამოყენებისას გამფრქვევის თავი შეიყვანება ცხვირის ღრუში და დაეჭირება რგოლზე ერთჯერ . ფლაკონის დაჭერა საჭიროა ვერტიკალურად. არ უნდა მოხდეს გაფრქვევა ჰორიზონტალურად ან ქვევით. უშუალოდ შესხურების წინ რეკომენდებულია ცხვირით მსუბუქი შესუნთქვა. გამოყენების შემდეგ ფლაკონს უნდა დაეფაროს დამცავი თავსახური
თითოეული ფლაკონი გამოიყენება ინდივიდუალურად.
თერაპიის დასრულების შემდეგ პრეპარატის ხელმეორედ დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის 5-7 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობის თაობაზე საჭიროა ექიმთან მიმართვა. თუ მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები მძიმდება, ან ვლინდება ახალი სიმპტომები, საჭიროა ექიმთან კონსულტაციისთვის მიმართვა. პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ ინსტრუქციაში მითითებული ჩვენების, გამოყენების წესის თანახმად და იმ დოზებით, რომლებიც მითითებულია ინსტრუქციაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფამარი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ქსილომეტაზოლინი+ზღვის წყალი /იზოტონური/
დოზა
90მკგ/დოზა
ფორმა
სპრეი ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ(150დოზა)
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი