შემადგენლობა: ყოველი სუპოზიტორია შეიცავს პარაცეტამოლს 250მგ; გრინდელია (Grindelia robusta Nutt) (მსუბუქი, განზავებული სპირტიანი ექსტრაქტი (70% მ-მ) (DER: 4:1) 20მგ; ჰელზემიუმი (Gelsemium sempervirens (L.)Ait.f) (მსუბუქი, განზავებული სპირტიანი ექსტრაქტი (60% მ-მ) (DER 10:1) 10მგ; დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მყარი ცხიმი.
ჩვენება: პრეპარატს გააჩნია სიცხის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი და ხველის საწინააღმდეგო მოქმედება. ის შეიცავს პარაცეტამოლს. პრეპარატი ნაჩვენებია ცხელების და-ან ტკივილის დროს, მაგ. თავის ტკივილი, გრიპი, კბილის ტკივილი და რიგიდობა. პრეპარატის ეს ფორმა გამოიყენება მხოლოდ 13-20კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებისათვის. ყურადღებით წაიკითდეთ ნაწილი “დოზირება”. განსხვავებული სხეულის მასის მქონე ბავვებისათვის ხელმისაწვდომია პარაცეტამოლის სხვა ფორმები: კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება: ცნობილი ალერგია პარაცეტამოლის, ან სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ; ღვიძლის მძიმე დაავადება; ახლო წარსულში ანალური ხვრელის, ან სწორი ნაწლავის ანთება, ან რექტალური სისხლდენა. ეჭვების გაჩენის შმეთხვევაში, რჩევისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები: დოზის გადაჭარბების, ან შემთხვევით ჭარბი დოზის გამოყენებისას დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს კონსულტაციისათვის. სუპოზიტორიების გამოყენებისას არსებობს გამოყენების ადგილის გაღიზიანების რისკი. ეს მით უფრო ხშირად და ინტენსიურად ვლინდება, რაც უფრო ხანგრძლივად ან ხშირად გამოიყენება პრეპარატი და რაც უფრო მაღალია დოზა.
ორსულობა და ლაქტაცია: ეს პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებისათვის. თუმცა რეპროდუქციული ასაკის ქალის მიერ პრეპარატის გამოიყენებისას უნდა აღინიშნოს შემდეგი: ჩვეული გამოყენების რეჟიმისას, პარაცეტამოლის მიღება შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ზოგადად, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. დოზირება: პარაცეტამოლის დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე; ასაკი მოცემულია მხოლოდ ინფორმაციისათვის. ზუსტი დოზირებისათვის საჭიროა პაციენტის აწონვა. პარაცეტამოლი ხელმისაწვდომია სხვადასხვა დოზებით, რაც იძლევა მკურნალობის რეგულირების საშუალებას ბავშვის სხეულის მასის მიხედვით. პარაცეტამოლის რეკომენდებული დღიური დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე: დოზა დაახლოებით შეადგენს 60მგ-კგ-დღეში დაყოფილი 4-6 მიღებად, ანუ 15მგ-კგ ყოველ 6 საათში. სწორი ნაწლავის გაღიზიანების რისკის გამო, სუპოზიტორიების გამოყენება უნდა მოხდეს მაქსიმალურად მცირე პერიოდით, არ უნდა აღემატებოდეს დღეში 4-ჯერ შეყვანას და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს პერორალურ მკურნალობაზე გადასვლა. დიარეის დროს არ გამოიყენება სუპოზიტორიის ფორმა. პრეპარატის ეს ფორმა გამოიყენება მხოლოდ 13-20კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში (ანუ დაახლოებით 2-7 წელი). დოზა შეადგენს ერთ 250მგ სუპოზიტორიას, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი განმეორებით გამოყენება 6 საათის შემდეგ, მხოლოდ დაუშვებელია დღეში 4 სუპოზიტორიის გამოყენების გადაჭარბება.