აუგმენტინი ტაბლეტი 875მგ+125მგ #14

აუგმენტინი ტაბლეტი 875მგ+125მგ #14

დიდი ბრიტანეთი

გლაქსოსმიტკლაინი
პროდუქტის შესახებ
აუგმენტინი 875მგ125მგ შემოგარსული ტაბლეტები
ამოქსიცილინიკლავულანის მჟავა


შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს: ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატი) - 500 მგ; კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილი) - 125 მგ.
დამხმარე ნივთიერებებია: კოლოიდური სილიკა, კარტოფილის ნატრიუმის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური
ცელულოზა, ჰიპრომელოზა 5, ჰიპრომელოზა 15, მაკროგოლი 4000, მაკროგოლი 6000, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171) და
დიმეთიკონი.

ჩვენებები: აუგმენტინი არის ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკი, რომელიც ანადგურებს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში და მოზრდილებში შემდეგი ინფექციების მკურნალობის მიზნით: შუა ყური და სინუსიტი; რესპირატორული ტრაქტის ინფექციები; შარდ-სასქესო გზების ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, ასევე კბილის ინფექციები;
ძვლების და სახსრების ინფექციები.

უკუჩვენებები: ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის, პენიცილინის ან აუგმენტინში შემავალი სხვა რომელიმე კომპონენტის
მიმართ. თუ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე ალერგიული რეაქცია, სხვა რომელიმე ანტიბიოტიკის მიმართ, რაც გამოიხატებოდა კანის სიწთლე ან სახის და ყელის შეშუპებაში. თუ პაციენტს ჰქონდა ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე დაკავშირებული
ანტიბიოტიკების მოქმედებასთან.

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა აუგმენტინის მიღებამდე: ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტს აქვს: მონონუკლეოზი; ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები; არარეგულარული შარდვა.

მნიშვნელოვანი ინფრომაცია: კურსის მიღება აუცილებელია, რადგან თუ მკურნალობა არ იქნა ბოლომდე მიყვანილი, შესაძლებელია მოხდეს რეციდივი. თუ პაციენტი იკეთებს სისხლის ან შარდის ანალიზს, ეცნობოს ექიმს, რადგან აუგმენტინი ცვლის
ლაბორატორიულ მონაცემებს.

აუგმენტინის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: თუ პაციენტი იღებს ალოპურინოლს აუგმენტინთან ერთად, შესაძლებელია განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია. პრობენაციდის მიღებისას, ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება დოზის კორექციის შესახებ. ანტიაგრეგანტების (როგორიც არის ვარფარინი) მიღება აუგმენტინთან ერთად, საჭიროა დამატებით სისხლის ანალიზის გაკეთება. აუგმენტინი ზეგავლენას ახდენს მეტოტრექსატის მოქმედებაზე.

ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად ან ეჭვობს ორსულობის შესახებ ან იმყოფება ლაქტაციის პერიოდში,
პრეპარატის მიღებამდე უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანისა და მექანიზმების მართვა: დაუშვებელია მანქანისა და მექანიზმების მართვა თუ პაციენტი თავს გრძნობს შეუძლოდ.

მიღების წესი: აუგმენტინი მიიღება ექიმის დანიშნულებით. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, ჭიქა წყლით, ჭამის დაწყებამდე. დღის განმავლობაში მანძილი მიღებებს შორის, არ უნდა იყოს 4სთ-ზე ნაკლები. არ მიიღება ორი დოზა ერთად. არ მიიღება აუგმენტინი ორ კვირაზე მეტი დროით.
მოზრდილები და ბავშვები 40კგ და ზევით: თერაპიული დოზა - 1 აბი ორჯერ დღეში; მაღალი დოზა - 1 აბი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 40კგ-მდე: ბავშვებში 6 წლამდე გამოიყენება აუგმენტინის პერორალური სუსპენზია. ბავშვებში 40კგ-მდე აუგმენტინის
ტაბლეტების მიღებამდე ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პაციენტები ღვიძლის და თირკმლის დაავადებებით: თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაავადებები, დოზირება შეიძლება
შეიცვალოს. მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას დოზის კორექციის ან პრეპარატის შეცვლის შესახებ. თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადებები საჭიროა ჩატარდეს სისხლის ანალიზი ხშირად, რათა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციონირება.

დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: მუცლის ღრუს და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება (გულისრევა, ღებინება ან დიარეა) ან კრუნჩხვა. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს, სასურველია პაციენტმა თან იქონიოს პრეპარატი ან შეფუთვა.

დოზის გამოტოვება: თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის მიღება, პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს გახსენებისთანავე. არ უნდა იქნეს შემდეგი დოზა მიღებული თუ ინტერვალი მიღებებს შორის არის 4 სთ-ზე ნაკლები.

გვერდითი მოვლენები: უნდა შეწყდეს აუგმენტინით მკურნალობა და ეცნობოს ექიმს Yთუ პაციენტს აღენიშნება: გამონაყარი კანზე,
სისხლძარღვების ანთება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს, წითელი ან მოლურჯო წერტილებით კანზე ან სხეულის სხვა ნაწილებში, ცხელება, სახსრების ტკივილი, კრუნჩხვები, ჯირკვლების შესიებაYყელში, იღლიებში ან საზარდულის მიდამოებში. გულის წასვლა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გლაქსოსმიტკლაინი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
ამოქსიცილინი+კლავულანი
დოზა
875მგ+125მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
14
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი