სლეზავიტი კაფსულა #30

სლეზავიტი კაფსულა #30

რუმინეთი

ვორლდ მედიცინ ევროპა
პროდუქტის შესახებ
კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური კომპლექსები → ვიტამინების კომპლექსები მიკროელემენტებით
წამლის ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები.

აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები ზომა #30, შოკოლადისფერ-ყავისფერი სახურავითა და კორპუსით, რომელიც შეიცავს მოწითალო-მოყავისფრო ერთგვაროვან ფხვნილს თეთრი ფერის ნაწილაკებით.

შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: თუთიის ოქსიდი 10,0 მგ
ასკორბინის მჟავა 60,0 მგ სელენი 25,0 მგ
ვიტამინი B1 1,5 მგ ქრომი 50,0 მგ
ვიტამინი B2 3,0 მგ ლუტეინი 10,0 მგ
ვიტამინი B6 2,0 მგ ზეაქსანტინი 1,0 მგ
ვიტამინი E 10,0 მგ სპილენძის სულფატი 1,0 მგ
ვიტამინი A 1,0 მგ მოცვის ექსტრაქტი 60,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის მალტოდექსტრინი.
ჟელატინის კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.

პრეპარატის ათქ კოდი A11AB

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოლივიტამინები სხვა კომბინაციებში.
გამოყენების ჩვენებები
სლეზავიტის გამოყენება რეკომენდებულია კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, კონტაქტური ლინზების ტარების, ავტომობილის ხანგრძლივად მართვის, მკვეთრი განათების ზემოქმედების შედეგად თვალების დაბინდვა და დაღლა (ასთენოპური სინდრომი, მხედველობითი დაღლილობის სინდრომი);
- ჰემერალოპია (ცუდი განათების პირობებში ან მისი არ არსებობისას მხედველობითი ადაპტაციის გაუარესება);
- ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ აღდგენითი პერიოდი;
- ბადურას პერიფერიული და ცენტრალური დისტროფია (ქორიორეტინული დისტროფია);
- პირველადი გლაუკომა;
- კატარაქტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ბადურას ასაკობრივი ცვლილებები, დეგენერაციული პროცესები, რეფრაქციის ანომალიები;
- მიოპია, აკომოდაციის დარღვევები;
- რეტინოპათიების მკურნალობა და პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტით და არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში;
- ქსეროფთალმია;
- კერატომალაცია;
- კონტაქტური ლინზების ტარებისას გართულებების პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება პრეპარატი სლეზავიტის თითო კაფსულა დღეში ერთჯერ ჭამის დროს. პაციენტებს, რომელთაც არ შეუძლიათ კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა აუცილებლად უნდა გაიხსნას, მისი შემცველობა მოთავსდეს კოვზზე და შეერიოს მცირე რაოდენობის სითხე.
რეკომენდებული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 – 3 თვეს.
გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები
- ინდივიდუალური აუტანლობა ან პრეპარატის სლეზავიტი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები
დოზის გადაჭარბება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია შარდის ინტენსიურ ყვითელ ფერად შეფერადება (რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით, რომელსაც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია).

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექიმი. მონაცემები პრეპარატის გამოყენების განსაკუთრებულობის შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება სხვა პოლივიტამინურ კომპლექსებთან ერთად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ევროპა
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
მოცვის ექსტრაქტი+ვიტამინები+მინერალები
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი