ვილდა დენკი ტაბლეტი 50მგ #28

ვილდა დენკი ტაბლეტი 50მგ #28

მალტა

კომბინო ფარმა
კალათის ფასდაკლება
-
13.18
პროდუქტის შესახებ
ჩვენება: ვილდა დენკ 50მგ-ის აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი, მიეკუთვნება (შიგნით მისაღები) “ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების” სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს. ვილდა დენკ 50 გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ. მიიღება, როდესაც დიაბეტი ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით. იგი გამოიყენება სისხლში შაქრის დონის საკონტროლოდ. მკურნალი ექიმი დანიშნავს ვილდა დენკ 50-ის მონოთერაპიას ან ზოგიერთ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად, რომელსაც პაციენტი უკვე ღებულობს და აღნიშნულმა პრეპარატმა ვერ გამოიწვია დიაბეტის ეფექტური კონტროლი. ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს, ან ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინი ის არ მუშაობს შესაბამისად. ის ასევე შეიძლება განვითარდეს თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან დიდი რაოდენობით გლუკაგონს. ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს სისხლის გლუკოზის დონის შემცირებას, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ღვიძლის მიერ გლუკოზის წაროქმნას, რაც შესაბამისად იწვევს სისხლის გლუკოზის დონის გაზრდას, პანკრეასი აწარმოებს ამ ორივე ნივთიერებას.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია ვილდაგლიპტინის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერების მიმართ. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ შეიძლება ალერგიული იყოს ვილდაგლიპტინის ან ვილდა დენკ 50მგ-ის სხვა ნივთიერების მიმართ, არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება და უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები: ვილდა დენკ 50მგ-ის მიღება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

მიღების დრო და რაოდენობა: ვილდა დენკ 50მგ-ის მისაღები რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს ვილდა დენკ 50მგ-ის მისაღები ტაბლეტების ზუსტ რაოდენობას. მაქსიმალური დღიური დოზა არის 100მგ. ვილდა დენკ 50მგ-ის ჩვეული დოზა არის: 50მგ დღეში ერთჯერადი დოზის სახით დილით, თუ ვილდა დენკ 50მგ მიიღება სულფონილშარდოვანასთან ერთად. 100მგ დღეში-მიღებული 50მგ დილით და 50მგ საღამოს, თუ მიიღება მხოლოდ ვილდა დენკ 50მგ, ან სხვა მედიკამენტთან, მაგალითად მეტფორმინთან ან გლიტაზოლთან, ერთად, მეტფორმინის და სულფონილშარდოვანასთან ერთად ან ინსულინთან ერთად; 50მგ დილით, თუ პაციენტს აქვს საშუალო ან მწვავე თირკმელების უკმარისობა, ან პაციენტი იმყოფება დიალიზზე.

მიღების წესი: ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.


გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კომბინო ფარმა
ქვეყანა
მალტა
ჯენერიკი
ვილდაგლიპტინი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი