ელიქვისი ტაბლეტი 5მგ  #56

ელიქვისი ტაბლეტი 5მგ #56

იტალია

ბრისტოლ მაიერს სქუიბი
პროდუქტის შესახებ
აქტიური ნივთიერება არის აპიქსაბანი. თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ აპიქსაბანს. დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის ბირთვი: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი (E 470b). აპკიანი გარსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის ოქსიდი (E 171), ტრიაცეტინი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172).
ჩვენება: ელიქვისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანი, რომელიც მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების სახელწოდებით ცნობილი სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. ელიქვისი გამოიყენება მოზრდილებში: სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციისთვის (ღრმა ვენების თრომბოზი (DVT)) მენჯის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაციის შემდეგ. მენჯის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაციის შემდეგ იზრდება ფეხების ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი. შესაძლოა გამოიწვიოს ფეხების შეშუპება ტკივილით ან ტკივილის გარეშე. თუ სისხლის კოლტი გადავა ფეხებიდან ფილტვებში, შეიძლება მოახდინოს სისხლის დინების ბლოკირება, გამოიწვიოს ქოშინი ტკივილით ან ტკივილის გარეშე. ამ მდგომარეობამ (ფილტვის ემბოლია) შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
გულში სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, პაციენტებში გულის არარეგულარული რითმით (წინაგულის ფიბრილაცია) და არანაკლებ ერთი სხვა რისკ-ფაქტორით. სისხლის კოლტები შესაძლოა მოშორდნენ, გადაადგილდნენ ტვინის მიმართულებით და გამოიწვიონ ტვინის ინსულტი ან სხვა ორგანოების მიმართულებით და ხელი შეუშალონ სისხლის ნორმალურ დინებას ამ ორგანოებამდე (აგრეთვე ცნობილია, როგორც სისტემური ემბოლია). ტვინის ინსულტი შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო და მოითხოვს ექიმის დაუყოვნებელ ყურადღებას. სისხლის თრომბების სამკურნალოდ ფეხების ვენებსა (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვების ემბოლია) და სისხლის კოლტების განმეორებითი წარმოქმნის პრევენციისთვის ფეხებში და-ან ფილტვებში.
დოზირება: ექიმის რეკომენდაციით.
ელიქვისის დანიშნულ დოზაზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა პაციენტს აღენიშნოს სისხლდენის მომატებული რისკი. თუ პაციენტს დაეწყება სისხლდენა, შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაცია, გადასხმა ან მკურნალობის სხვა მეთოდები, რომლებიც შეძლებენ Xa ფაქტორის წინააღმდეგ მოქმედი ეფექტის დაბრუნებას.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია აპიქსაბანის ან ამ პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ, თუ მომატებული სისხლდენა აქვს, თუ აქვს სხეულის ორგანოების დარღვევები, რომლებიც ზრდიან სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკს (როგორიც არის აქტიური ან ახლო წარსულში გადატანილი წყლული კუჭში ან ნაწლავში, ახლო წარსულში არსებული სისხლდენა ტვინში), თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დაავადება, რომელიც იწვევს სისხლდენის მომატებულ რისკს (ღვიძლის კოაგულოპათია), თუ იყენებს სამკურნალო საშუალებებს სისხლის შედედების პრევენციისთვის (მაგ., ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი ან ჰეპარინი) იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც პაციენტი ცვლის ანტიკოაგულაციურ მკურნალობას ან თუ სისხლძარღვში შეყვანილი აქვს კანულა (კათეტერი) ვენაში ან არტერიაში და ამ კათეტერით შეჰყავს ჰეპარინი, რათა დარჩეს გამტარი ან აქვს შეყვანილი კათეტერი სისხლძარღვში (კათეტერული აბლაცია) გულის არარეგულარული რითმის (არითმიის) სამკურნალოდ.

ბავშვები და მოზარდები: ელიქვისი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, თუ ფიქრობს, რომ არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების წინ, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ელიქვისის შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. აღნიშნული პრეპარატის შენახვა არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებული პირობის დაცვას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბრისტოლ მაიერს სქუიბი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
აპიქსაბანი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
56
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი