ჰექსალიზი ტაბლეტი საწუწნი #30
ჰექსალიზი ტაბლეტი საწუწნი #30

ჰექსალიზი ტაბლეტი საწუწნი #30

საფრანგეთი

ბუშარა რეკორდატი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - biclotymol, lysozyme, enoxolone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
შემადგენლობა 1 ტაბლეტი მასით 1200,0 მგ
აქტიური ნივთიერებები:
ბიკლოთიმოლი...................................... 5.0 მგ
ენოქსოლონი............................................ 5.0 მგ
ლიზოციმის ჰიდროქლორიდი ............ 5.0 მგ
მოყვითალო-ფორთოხლისფერი მრგვალი ფორმის
ტაბლეტები ლიმონის გემოთი

ჩვენებები
პირის ღრუს, ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტიტი, ფარინგიტი, ტონზოლიტი) მათ შორის სტომატოლოგიური და ყელ-ყურ-ცხვირის ოპერაციების წინა და შემდგომი პერიოდი, აფთები, ორგანიზმის ზოგადი რეაქციის დაქვეითება.

მიღების წესები და დოზები
ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს მთლიანად. მოზრდილებში 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში. მაქსიმალური დღიური დოზა 8 ტაბლეტი. ბავშვებში 6 წლის ზევით 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში. მკურნალობის კურსი არ უნდა არემატებოდეს 10 დღეს.
ბიკლოთიმოლის კომბინაცია ლიზოციმთან და ენოქსოლონთან, 150-ჯერ ზრდის პრეპარატ ჰექსალიზის აქტივობას სუფთა ბიკლოთიმოლთან შედარებით.

უკუჩვენება
ბავშვთა ასაკი 6 წლამდე. მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ , რომ შაქრის შემცველობა ერთ ტაბლეტში არის 1.054 გრ. იმ სემთხვევაში თუ დაავადების სიმპტომები არ გაქრა 5 დღის განმავლობაში, აუცილებელია მკურნალობის გადახედვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვერიდოთ სხვა ადგილობრივი საშუალებების გამოყენებას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბუშარა რეკორდატი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ბიკლოტიმოლი+ენოქსოლონი+ლიზოციმი
ფორმა
ტაბლეტი საწუწნი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი