ჩვენებები: ვიტამინი D-ს დეფიციტის რისკის მქონე პაციენტები. შენობაში მჯდომარე სამუშაო ცხოვრების სტილი; ბუნებრივად მუქი ფერის კანი; მზის დამცავი კრემების აგრესიული გამოყენება; კანის დაავადებები - ვიტილიგო, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა; 45 წლის ზემოთ ასაკი - ოსტეოპოროზის და მოტეხილოების რისკი; ორსულობა და ლაქტაცია; ჭარბწონიანობა; მალაბსორბციის სინდრომი - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები; თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიები; ენდოკრინული დაავადებები; გარკვეული ტიპის მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა ანტიკონვულსანტები, გლუკოკორტიკოიდები, სოკოს საწინააღმდეგო, შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები; სიმსივნური დაავადებები; ქიმიოთერაპია;
დოზირება და მიღების წესი: მიიღება კვაბის წინ, დღეში ერთხელ ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, დოზირებით 40-60 ს.ე. სხეულის მასის კგ-ზე დღეში.
განსაკუთრებული მითითებები: ენდოკრინოლოგთა საზოგადოების კლინიკურ პრაქტიკული გაიდლაინის მიხედვით მოზრდილებში, მათ შორის ორსულებსა და მეძუძურებში, ვიტამინი D3-ის მაქსიმალური უსაფრთხო დოზა შეადგენს 10 000 ს.ე.
ორსულობა და ლაქტაცია: გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #60 ტაბლეტი.